FC DINAMO SOKHUMI

ჟურნალისტი ლაშა გიორგობიანი: “დინამო” სოხუმის არსებობა ყველას გვახარებს!

ჟურნალისტი ლაშა გიორგობიანი: “დინამო” სოხუმის არსებობა ყველას გვახარებს!

“მსურს მივესალმო სოხუმის “დინამო”-ს გულშემატკივრებს! ეს, დიდი ტრადიციების კლუბია, რომელსაც ყოველთვის ყავდა ბევრი გულშემატკივარი. მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატში, სადაც წარმატებებს მიაღწია. დიდ პატივს ვცემ ულამაზესი ქალაქის გუნდს. ბავშვობიდან ვადევნებ თვალს ,,ზღვისპირელთა”ასპარეზობას, რომელსაც ვგულშემატკივრობ. ამ კლუბს განვასხვავებ სხვებისგან სიყვარულით და დიდი პატივისცემით! ის, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს სოხუმური გუნდი, თამამად ვიტყვი, რომ ეს უკვე გამარჯვებაა, რომელიც ატარებს სოხუმის სახელს! “დინამო’ სოხუმის არსებობა ყველას გვახარებს! მინდა მადლობა გადავუხადო ამ სახელოვანი კლუბის მესაჭეებს, სულს და გულს, ბატონებს – მამუკა მიძინაშვილს, დავით თაქთაქიშვილს და მამუკა ასათიანს, რომლებმაც დიდი შრომით, ასე ვთქვათ გააცოცხლეს ჩვენი სოხუმის “დინამო”! ამ დიდებულ გუნდში თამაშობდნენ ქართული ფეხბურთის ლეგენდები – ავთანდილ ღოღობერიძე,  რევაზ ძოძუაშვილი, ოთარ გაბელია და სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელები. 2016 წელს, როდესაც ტვ-დროში მიმყავდა სპორტული საავტორო გადაცემა, სტუმრად მოვიწვიე ბატონი ოთარ გაბელია, რომელმაც გაიხსენა ამ გუნდში თამაშის პერიოდი და დიდი სიყვარულით მოიხსენია “დინამო” სოხუმი! მინდა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, ვადევნებ თვალს “დინამო”-ს თამაშებს და მას აქვს დიდი რესურსი და მომავალი! მიხარია, რომ გუნდი ვითარდება. ახლახანს, საზეიმოდ გახსნეს სოხუმის დინამოს აკადემია, სადაც გამოცდილი მწვრთნელები მუშაობენ, ვარჯიშობენ კარგი მონაცემების ფეხბურთელები ასაკობრივ ჯგუფებში. აქ აუცილებლად გაიზრდებიან ქართული ფეხბურთისთვის ტალანტები. აკადემია სულ მალე მოიცავს სრულიად საქართველოს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ხელმძღვანელები! აღსანიშნავია სოხუმის “დინამო”-ს ქალთა გუნდის წინსვლა და წარმატება. დიახ, “დინამო” სოხუმი ლიგა 2-ს ერთპიროვნულად ლიდერობს, სადაც რვიდან ამდენივე მატჩი აქვს მოგებული, რაც იმის მაუწყებელია, რომ ჩემპიონი გახდება და მოიპოვებს უმთავრესი, ეროვნული ლიგის საგზურს. უნდა ითქვას ასევე რეზერვზე – მეორე გუნდში პერსპექტიული გოგონები ირიცხებიან. მე ვუყურებ ქალთა გუნდის ასპარეზობას, მქონდა პატივი უშუალოდ სტადიონზე ვყოფილიყავი და წამეყვანა მატჩი სოხუმი “დინამო” – ხაშურის “ივერია”,  რომელშიც დინამოელებმა შესანიშნავად ითამაშეს და დიდი ანგარიშით 8-2 დაამარცხეს მეტოქე! ბრწყინვალე გატანილი გოლები იხილეს მაყურებლებმა ტრიბუნაზე. ასევე, სოხუმის “დინამო”-ს, ოფიციალური ფეისბუქ გვერდის პირდაპირი რეპორტაჟებიდან ვადევნებ თვალს. სოხუმურმა გუნდმა, თავისი ბრყინვალე თამაშით, დიდი სიამოვნება მომანიჭა. უნდა ვთქვა, რომ ვერ დავმალე ემოციები, ეს ლამაზი დღე არასოდეს დამავიწყდება! აქაც მინდა ავღნიშნო – დიდი მადლობა სოხუმის “დინამო”-ს ხელმძღვანელობას ნდობისთვის და ამ თამაშის წაყვანისთვის! “დინამო”-ს ყველა თანამშრომელს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, წინსვლას, წარმატებებს! სულ მალე, ეს გუნდი თავისივე ულამაზეს ქალაქ სოხუმში გვენახოს და იქ ემასპინძლოს სტუმრებისთვის! ამ ქალაქიდან განხორციელებულიყოს პირდაპირი რეპორტაჟები! მე მჯერავს, რომ ეს ასეც იქნება! მინდა დიდი მადლობა ვუთხრა კომპანია “არემჯი”-ს სოხუმის “დინამო”-ს გვერდში დგომისთვის! ეს ის კომპანიაა, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას ქართულ სპორტს! მინდა წარმატებები ვუსურვო! “დინამო” სოხუმი მომავალ წელს კარგი იქნება, ამისთვის მუშაობს ხელმძღვანელობა. იგეგმება “დინამო 2”-ის, “დინამო 3”-ის შექმნა, რაც გაუადვილებს პირველ გუნდს საქმეს, რათა მიზნები მიღწეულ იქნას! რეგიონულ ლიგაში ბევრი ტურია დარჩენილი და ვიმედოვნებთ, რომ გათამაშების ცხრილში წინ გადაინაცვლებს გუნდი. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს სოხუმის “დინამო”-ს!!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp