FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილის მატჩის წინა კომენტარი

დავით თაქთაქიშვილის მატჩის წინა კომენტარი

დავით თაქთაქიშვილი – “დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელი (დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე)

 

“პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას, საფეხბურთო სეზონის განახლება იძულებითი პაუზის შემდეგ. მიზეზები ყველამ კარგად ვიცით… ძალიან რთული გახლდათ ამ დროს მზადება სეზონისთვის იმ ფონზე, რომ მოსამზადებელი ეტაპის დროს არ შეიძლებოდა ამხანაგური მატჩის გამართვა, რამაც ხელი შეგვიშალა. რთულია, როდესაც ემზადები ერთი კონკრეტული რიცხვისთვის და შემდეგ იგებ, რომ  ჩემპიონატი ერთი თვით გადაიდო… ეს მომზადებასთან ერთად ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად მოქმედებს ფეხბურთელებზე, მაგრამ რას ვიზავთ,  ასეთ დროში გვიწევს ცხოვრება, ამ ე.წ. კოვიდ პანდემიამ ბევრი პრობლემა მოიტანა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში! რა თქმა უნდა, ასე მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდებიც ასეთ მდგომარეობაში არიან,  შესაბამისად არავის ქონია სასათბურე პირობები მზადებისთვის. 

კონკრეტულად 17 სექტემბერს გასამართ მატჩზე რა უნდა ითქვას –  მოწინააღმდეგეს ვიცნობთ კარგად. ვიცით მათი შესაძლებლობები და ვიცით რა თამაშსაც შემოგვთავაზებენ. გუნდი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლკტებული და ყავთ შესანიშნავი მწვრთნელი, ეს შედეგებზეც ჩანს, გარდაბანი ჩემპიონატის ლიდერებშია! მიუხედავად ყველაფრისა და იმ ფაქტისა, რომ ჩვენ დღეს არ გვიდგას საუკეთესო დრო, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია – გამარჯვება და სამი ქულა! ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ  თვითოეულ მოწინააღმდეგესთან მოსაგებად უნდა  გავიდეთ და სახელებმა, გვარებმა და ფინანსურმა შესაძლებლობებმა არ უნდა იქონიოს გავლენა ჩვენს განწყობაზე, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს! ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მესმის, რომ “დინამო” სოხუმისგან ყველა შედეგს ითხოვს, მაგრამ ჩვენ  სხვა გზა გვაქვს არჩეული, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაა და მათ განვითარებასთან ერთად კლუბის განვითარებაც! რთული მატჩი გველოდება, ეს ვიცი კარგად!  ჩვენი და ჩვენი მოწინააღმდეგის მიზნები რადიკალურად განსხვავდება და მგონია, რომ მენტალური მხარე უფრო ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან მათ არ აქვთ უფლება შეცდომა დაუშვან და ქულები დაკარგონ და აუცილებლად შეგვიტევენ, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ  ყრუ დაცვაში ყოფნას, რადგან ჩვენი გუნდის ფილოსოფია შეტევაა და არ ვაპირებ ამას ვუღალატო! ჩემი ფეხბურთელები მენტალურად უფრო თავისუფლად ითამაშებენ ამ მატჩს და მაქვს იმედი წარმატების! ჩვენ წინა სეზონებშიც გვქონია ჩემპიონატის ფავორიტებთან მატჩები და თუ გადახედავთ ჩვენს სტატისტიკას გასული ჩემპიონატებში,  ლიდერებთან უკეთ გამოგვდის თამაში, ვიდრე აუტსაიდერებთან! ასე რომ, ჩვენი გუნდისგან ჩვენი გულშემატკივრები, უნდა ელოდონ მხოლოდ გამარჯვებას და ბრძოლას, რა გამოვა ეს მხოლოდ მოედანზე გამოჩნდება. ვიცი, რომ მათ მწვრთნელსაც, ბევრი ინფორმაცია ექნება ჩვენს გუნდზე.  ყველაფერს ფეხბურთელები გადაწყვეტენ და უშუალოდ მოედანზე, 90 წუთში გადაწყდება გამარჯვებულის ვინაობა! ფავორიტი, რა თქმა უნდა “გარდაბანი”-ა, მაგრამ როგორც ავღნიშნე, ჩვენ გუნდს უყვარს ფავორიტებთან გამარჯვება და  17 სექტემბერს სწორედ ამას ვგეგმავთ!”

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp