FC DINAMO SOKHUMI

ოთარ გაბელია – “დინამო” სოხუმში გატარებული წლები დაუვიწყარია

სოხუმის „დინამო”-ში გატარებული წლები დაუვიწყარია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთელობის გემო პირველად სწორედ სოხუმში შევიცანი. იქ იური გრამატიკოპულო და გიგა ნორაკიძე მავარჯიშებდნენ,ორივე მაღალი დონის სპეციალისტი იყო, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

ვიტალი დარასელიაც სოხუმში გავიცანი. 1972 წელს, ერევნის „არარატთან” ამხანაგური თამაშისთვის ვემზადებოდით და იმ თამაშამდე, რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო ჩვენმა მწვრთნელმა გრამატიკოპულომ. „არარატი”-ს წინააღმდეგ დარასელია ბოლო 15 წუთი ათამაშა მწვრთნელმა და ვიტალის ეყო ეს დრო, რომ ყველას შეეცნო მისი ტალანტი. სხვათა შორის, 3:2 მოვუგეთ იმ „არარატს” რომელიც მომდევნო წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp