FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ორი ფეხბურთელი, საქართველოს ქალთა ასაკობრივ ნაკრებში.

ს.კ. ‘დინამო” სოხუმის ფეხბურთელებს – ლიზი გომელაურს და ელენე გაზდელიანს საქართველოს ქალთა 17 წლამდელთა ნაკრებში უხმეს!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს u17  ნაკრები, 24 სექტემბრიდან  ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს იწყებს. შესარჩევი ტურნირი ერთ ქვეყანაში გაიმართება და  მასპინძელი ლუქსემბურგი იქნება. ჩვენს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ასევე, ბელარუსი და კოსოვო იქნებიან.

ლუქსემბურგში გამგზავრებამდე, ჩვენი ჩვიდმეწლამდელთა ნაკრები, ბოლო სპარინგ მატჩს 18 სექტემბერს, “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდთან გამართავს.

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი კლუბიდან, ორი ფეხბურთელია u17 ასაკობრივ ნაკრებში და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამატჩო განაცხადში ჩაიწერება – ლიზი გომელაური – ” საქართველო, “დინამო” სოხუმი და “ელენე გაზდელიანი – “საქართველო, “დინამო” სოხუმი,  რაც სიამაყის საბაბას გვაძლევს!

 

წარმატებები ჩვენს ორ უნიჭიერეს ფეხბურთელს და ჩვენს ნაკრებს!!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp