FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – თუ ვინმე იმსახურებს ჯილდოს, ეს მამუკა ბიძინაშვილია !

🖐 – მოგესალმებით!
👉– 2021 წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენი გუნდი იდგა უდიდეს გასაჭირში, უდიდეს კრიზისში, საიდანაც გამოსვლა ადვილი არ გახლავთ – გუნდს ქონდა ბევრი დავალიანება, ბევრი ფინანსური ვალდებულებები. ამ დროს კლუბის დამფუძნებლებმა მამუკა ბიძინაშვილმა და მამუკა ასათიანმა მანდეს კლუბის ხელმძღვანელობა და მომცეს გენერალური დირექტორის პოსტი, ჩვენ ერთად დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, თუ როგორ უნდა ამოგვეყვანა კლუბი კრიზისიდან ისე, რომ გუნდს განვითარება არ შეეწყვიტა. ჩამოვაყალიბეთ 5 წლიანი გეგმა, რასაც ეტაპობრივად მივყვებით კიდეც.  დავიწყეთ ბევრი ახალი პროექტი და მათ შორს არის, ქალთა ფეხბურთის განვითარების პროექტიც. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა კომენდანტის საათი და გაჩერებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო ცენტრები, გავხსენით ცენტრალიზებული საფეხბურთო აკადემია, სადაც გოგონებს და ვაჟებს შეუძლიათ დაეუფლონ საფეხბურთ ცოდნას, გავზარდეთ საზოგადოებაში სოხუმის და აფხაზეთის საკითხის მნიშვნელობა, ვეწევით პროპაგანდას ახალგაზრდა თაობაში, რომ სოხუმი და აფხაზეთი არის საქართველო და ჩვენს ფეხბურთელებს ვზრდით პატრიოტული მოტივებით!
✊– დღეს კლუბმა შეიძინა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია სპონსორად, “არემჯი” -ს ვგულისხმობ, რომელთა მეოხებითაც კლუბი ფეხზე დადგა და 2021 წლის სეზონს უკვე მხრებში გამართული ჩაამთავრებს! ახლა საქმე 2022 წელზეა, სადაც ბევრი გამოწვევა გვაქვს – ჩვენი აკადემიის კიდევ უფრო სტრუქტურული ჩამოყალიბება და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაყრდნობა რეგოონალურ ლიგაში, აგრეთვე ქალთა ლიგაში, სადაც ჩვენ უკვე უმაღლეს ლიგაში ვიქნებით! 2022 წლის ბოლომდე, ჩვენს აკადემიაში უნდა იყოს სტრუქტურა, სრულად ჩამოყალიბებული, 5 წლამდელთა გუნდიდან 19 წლამდელთა გუნდმადე, რაც უმნიშვნელოვანესია კლუბის განვითარებიათვის, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის!
✊– ჩვენი მიზანი არის, რომ 5 წლის თავზე, კლუბის სათავო გუნდები, სრულად იყოს დაკომპლეკტებული ჩვენი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის და ჩვენი აღზრდილებით ვითამაშოთ ყველა სახის ჩემპიონატი, ეს მნიშვნელოვანია და მჯერა, ამას მივაღწევთ! ამიტომ, კლუბის სტრუქტურაში, თუ რომელიმე სეგმენტია პრიორიტეტი, ეს აკადემიის განვითარებაა! შეიძლება ამ დროის განმავლობაში ბევრ რამზე ვთქვათ უარი, ბევრ რამეს მოვაკლოთ თანხები, მაგრამ მჯერა, ეს მიგვიყვანს სწორ შედეგებამდე! აკადემია და ინფრასტრუქტურა არის ჩვენი კლუბის უმთავრესი პრიორიტეტი!!! მჯერა, ამას ყველანი ერთად შევძლებთ, რადგან როდესაც კლუბს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა და ძლიერი აკადემია, ის გუნდი ყოველთვის წარმატებული იქნება, ხოლო ის გუნდი, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს, რომ ფეხბურთელები მოიძიოს ამა თუ იმ საფეხბურთო სკოლიდან, სხვადასხვა საფეხბურთო ფილოსოფიით გაზრდილი ფეხბურთელები და შემდეგ ეცადნონ მათ საფეხბურთო ხარვეზების გამოსწორებას და კლუბის კონკრეტულ ფილოსოფიაზე მორგებას, ეს დროის ფუჭი კარგვაა. ეს მე დამანახა ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ! მე 17 წლიდან ვარ მწვრთნელი და ხელმძღვანელი პირი საფეხბურთო კლუბებში და ვიცი ზუსტად რა ჭირდება კლუბს განვითარებისთვის და ვიცი რა არის სწორი და რა არასწორი! შეიძლება ბევრი კრიტიკა მოყვეს ადამიანების მხრიდან ამას, ვისაც გონია, რომ ფეხბურთი იცის ან რაიმე გაუკეთებია, მაგრამ ფაქტი არის ერთი, მე და ჩემმა გუნდმა, არაფრისგან,  შევქმენით ჩონჩხი, რასაც სულ მალე ხორცს შევასხმათ და მივალთ განვითარების იმ დონეზე, სადაც “დინამო” სოხუმი იქნება თითით საჩვენებელი არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, სწორი განვითარების მეთოდებით!
👉 აქვე მინდა ვთქვა , რომ 2020 წელს მივიღე ჯილდო – “ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ” და ამით მე ძალიან ვამაყობ, როდესაც 25 წლის ასაკში, მე ეს ჯილდო აფხაზეთის განათლების და მეცნიერების მინისტრმა გადმომცა! ამას ვამბობ რატომ!? თუ ვინმე იმსახურებს ჯილდოს ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზეთის სამინისტროდან, ეს მამუკა ბიძინაშვილია, რომელმაც 2012 წლიდან აღადგინა “დინამო” სოხუმი, განავითარა და ანვითარებს კლუბს დღემდე და თუ მე მეთქმის რამე სიტყვა და აქვს ჩემს წინადადებას ფასი, მე მინდა ვთხოვო აფხაზეთის სპორტის, კულტურის სააგენტოს, რომ 2021 წლის დაჯილდოვებაზე, მამუკა ბიძინაშვილი დააჯილდოვონ როგორც ადამიანი, ვინც “დინამო” სოხუმი შეუნარჩუნა ქვეყანას და ხელი შეუწყო მის 96 წლოვანი ისტორიის გაგრძელებას!!!
განაცხადა დავით თაქთაქიშვილმა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე .
F – დავით თაქთაქიშვილი/Davit TakTakishvili
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp