FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ!

დავით თაქთაქიშვილი – “დინამო” სოხუმის მთავრი მწვრთნელი(დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე)

ჩემი ფეხბურთელების მონდომებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. დავიმატეთ რამდენიმე ფეხბურთელი, რამაც კონკრეტულ პოზიციებზე გაგვაძლიერა! აქვე, იმ პროგრამას არ ვცდებით, რაც ჩვენს კლუბს აქვს და არ ვაპირებთ ამ კურსიდან გადახვევას. მივდივართ კონკრეტული მიზნისკენ, რაც მოგვიტანს გრძელვადიან  პერსპექტივაში დიდ განვითარებას!

2021 წლის საფეხბურთო სეზონი, არაერთხელ მითქვამს, რომ ურთულესია, რადგან გვიწევს ყოველდღიური ვარჯიში და მომზადება ფორსმაჟორში. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს აბსოლუტურად გაუმართლებელმა რეგულაციებმა და ვიტყოდი არათანმიმდევრულმაც, ბევრი რამ არია ქვეყანაში საფეხბურთო განვითარების კუთხითაც! კარგი იქნებოდა ცოტა თანმიმდევრულები ყოფილიყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში ის ადამიანები, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი აბარია! მათმა არანორმალურმა გადაწყვეტილებებმა ჩემი გუნდის სამ ფეხბურთელს უბიძგა ფეხბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინათ და ცხოვრების ჯანსაღ წესზე ეთქვათ უარი! 18-19 წლის ბიჭებისთვის ეს განაჩენია, რაც თვითოეული იმ ადამიანის კისერზეა, რომელმაც ხელი აწია იმ შეზღუდვებზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია! კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემს პოზიციას და ღიად და დაუფარავად! ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა ისე, ძალდატენებითი, რაც დღეს გვაქვს! იმ ფაშიზმმა, რაც დღეს ქვეყანაში სუფევს, სამწუხაროდ ჩვენი გუნდიც დააზიანა! 

ჩემთვის მთავარი არის ის ფაქტორი, რომ არაერთ ფეხბურთელს,  ახალგაზრდა ფეხბურთელს მივეცით სწორი განვითარების გზა და ხელი შევუწყვეთ საფეხბურთო განვითარებაში და როდესაც თვითონაც ხვდებიან ამ ყველაფერს, მათ პროგრესს, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია! ჩვენი მიზანი 2021 წლის საფეხბურთო სეზონში საუკეთესო 10 გუნდში მოხვედრაა, რისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებთ! ვთვლი, რომ გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე 2-3-4 თვის წინ და ამ ფეხბურთელებს, კარგად აქვთ გაცნობირებული სად არიან! 

საფეხბუთო სეზონი 17 სექტემბერს განახლდება და ჩვენი მოწინააღმდეგე ჩემპიონატის ლიდერი “გარდაბანი” იქნება. ველოდები რთულ მატჩს, მაგრამ მატჩის ბედი წყდება უშუალოდ მოედანზე, იმ 90 წუთში და არა სატურნირო მდგომარეობით! ველოდები ჩემი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ერთს – გამარჯვებას და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ! ვიცით მეტოქის შესახებ, მათ ძალიან ძლიერი კონტინგენტი და შესანიშნავი მწვრთნელი ყავთ, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ სტატისტის როლში ყოფნას! ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონატის განახლება ჩვენი გამარჯვებით დაიწყება! 

აქვე მინდა ვთქვა, რომ გუნდში 99% ფეხბურთელების ვაქცინირებულია, რაც მოხდა ძალდატანებით, ოღონდ რა თქმა უნდა, არა ჩვენგან!… უნდა ავღნიშნო ეს ღიად! მე აქვე ვიტყვი, რომ არ ვაპირებ აცრას და შესაბამისად ახალი რეგულაციბით მე არ მექნება უფლება, რომ გუნდი გავიყვანო მოედანზე, ამიტომ მომიწევს ტრიბუნიდან  მატჩისთვის თვალის დევნება. მე მექნება უფლება გუნდი ვავარჯიშო, მთელი კვირა მქონდეს კონტაქტი და თამაშზე ვერ შევძლებ გავიყვანო გუნდი! თუ რა ლოგიკაა ეს, განსასჯელად თქვნთვის მომინდია, მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ ამასაც გავუძლებთ და კიდევ ბევრ გასაჭირს, მაგრამ  ჩემპიონატის მეორე ნახევარში ჩვენი გუნდიდან ყველა მიიღებს უშეღავათო ბრძოლას და ყველა შეხვედრაში ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp