FC DINAMO SOKHUMI

თამარ ახობაძე – “დინამო” სოხუმი ჩვენი ოჯახია!

თამარ ახობაძე “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის კაპიტანი : 

მივესალმები მკითხველს! მე სოხუმის “დინამო”-ს კაპიტანი ვარ, რომლის ქალთა გუნდი შეიქმნა 2020 წელს, სადღაც წელიწად ნახევარია მას მერე გასული. ჩემპიონატის დაწყებამდე 2 კვირა იყო დარჩენილი, როდესაც გუნდი შევქმენით მე და ჩემმა გუნდელებმა – ანა კულდონაშვილმა, ნინო ჩანგელიამ, ნატო კევლიშვილიმა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავიდან დამიდგნენ გვერდში რომ ეს გუნდი შექმნილიყო, გაკეთებულიყო, გაგვეძლიერებინა და მცირე დროში ჩემპიონატზე გავსულიყავით. ასეც მოხდა, ჩემპიონატი ვითამაშეთ ეროვნულ ლიგაში, ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ, ბევრი სიძნელეები, მაგრამ გუნდი მაინც შევინარჩუნეთ იმის მიუხედავათ, რომ არაფერი არ გქონდა ის, რაც ფეხბურთელს სჭირდება, სამწუხაროდ მეორე ლიგაში მოვხდით, მაგრამ  გუნდი მაინც არ დაშლილა, ამის გამო გუნდიდან ბევრი წავიდა, ბევრი მოვიდა, მაგრამ ისევ და ისევ გადავლახეთ სირთულეები და შევინარჩუნეთ გუნდი. მინდა  მაგლობა გადავუხადო ჩვენს დირექტორებს და ბატონ დავითს მადლობა, იმ ადამიანების მოყვანისთვის, ვინც ეხლა გვყვს გვერდით, ბატონი თენგო და ბატონი ზურა ნუ (სამუშა) მათი დამსახურებაა, რომ ახლა ლიგა 2-ში პირველ ადგილზე ვართ და 8-დან 8 მოგება გვაქვს. მათ ბევრი იშრომეს იმის გამო, რომ ეს შედეგი დაგვედო . მინდა გადავუხადო მადლობა ჩემს გოგოებს, რა თქმა უნდა ბრძოლისთვის, უკან არასდროს იხევენ, რაც არ უნდა მძიმე სიტუაცია ქონდეთ, ამისთვის დიდი მადლობა თქვენ, ძალიან მიყვარხართ და მინდა იცოდეს ხალხმა, რომ  “დინამო” სოხუმს ძალიან მაგარი გოგოები ყავს, ნიჭიერი და მებრძოლები! მინდა ავღნიშნო კიდევ, რომ გყავს დუბლები, ჩვენი პატარა მომავალი, რომლებიც შეგვცვლიან შემდეგ ჩვენ! მომავალში წარმატებებს ვუსურვებ მათ! დინამო სოხუმი ჩვენი ოჯახია 🥰

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp