FC DINAMO SOKHUMI

ვახტანგ კოპლატაძე – “დინამო” სოხუმმა მომცა ის რაც სხვა გუნდებმა არ მომცეს ეს ნდობაა !

ვახტანგ კოპლატაძე – “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის კაპიტანი:

 

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია,  როდესაც მაცვია იმ გუნდის მაისური, რომელიც წლების ავთანდილ ღოღობერიძეს, თემურ ქეცბაიას, ოთარ გაბელიას, სოსო მალანიას და სხვა დიდ ფეხბურთელებს ეცვათ. ესეთი დიდი ისტორიის მქონე გუნდი, ჩვენს ქვეყანაში ბევრი არ გვყავს. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს იმისთვის, რომ მენდო და შემდეგ რებილიტაციის საშუალებას მაძლევს და რაც ყველაზე მთავარია, მენდობა და მარგუნა ისეთი დიდი პატივი, რაც გუნდის კაპიტნობაა!  ჩემპიონატი ცუდად დავიწყეთ, არ ვართ იმ საფეხბურზე, სადაც რეალურად უნდა ვიყოთ, ეს უპირველესად შეუთამაშებლობის ბრალია, ახალი გუნდია და ფეხბურთელები ერთმანეთს მოედანზე ვერ გრძნობდნენ, ბოლოს ცოტა გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი, რაც შედეგზეც აისახა. ვიმედოვნებ, რომ გუნდში ახლად მოსული ფეხბურთელები გაგვაძლიერებენ და მეორე წრეში უკეთ გამოვალთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ! ჩემსაფეხბურთო მომავალს რაც შეეხება, სეზონის ბოლომდე “დინამო” სოხუმში ვგეგმავ დარჩენას, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ მაქვს შემოთავაზებები ლიგა-2 ს რამდენიმე გუნდიდან და დიდი ალბათობით რომელიმე მათგანში გადავალ, მაგრამ ყოველთვის მადლობელი  ვიქნები “დინამო” სოხუმის იმისთვის, რომ მენდო, ეს ბევრი გუნდისთვის რთული აღმოჩნდა.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp