FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს !

საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე , დავით თაქთაქიშვილი “დინამო” სოხუმის მთავრი მწვრთნელი , 2020 წელს მისი ინიციტივით დაარსდა ქალთა საფეხბურთო გუნდი “დინამო” სოხუმი ! ფახბურთს განვითარებისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთის , ნაყოფიერი საქმიანობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების , სპორტის და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ დააჯილდოვა . – 2020 წლის 28 დეკემბერი ! 

 

დავით თაქთაქიშვილი დაჯილდოვების შემდგომ : 

👉 დღეს აფხაზეთის განათლების სპორტის და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ამავე უწყების სამსახურმა ჩაატარა 2020 წლის საზეიმო დაჯილდოვება სადაც აფხაზეთიდან გამორჩეული სპორცმენების და პიროვნებების დაჯილდოვება მოხდა .
👉 დაჯილდოვდა 8 ადამიანი მათ შორის ისეთი დიდი მწვრთნელი როგორიც ნუგზარ ბოჯგუაა , მურთაზ ვეკუა ჩვენი კლუბის ყოფილი მეკარე , და სხვა სახეობებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები .
👉 ამ ადამიანთა შორის ჩემდა სასიხარულოდ მეც გამომარჩიეს და აფხაზურ ფეხბურთში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთის დამაჯილდოვეს ! რაც ჩემთვის უდიდესი პატივია და პასუხისმგებლობაც .
👉 ეს მოვლენა არის იმ საქმინობის დაფასება რასაც მე ვაკეთებ საქმე ეხება გოგონათა გუნდის ჩამოყალიბებას რომლიც პირველია აფხაზეთიდან ამ ჩვენი უმშვნიერესი კუთხიდან . ასევე პირველ საფეხბურთო გოგონათა აკადემია არა მარტო საქართველოში არამედ ამიერკავკასიაში .
👉 მე დღეს ძალიან ამაყი ადამინია ვარ რადგან ასეთ დიდ ადამინებთან ერთად მომცეს ეს ჯილდო რაც ვთვლი , რომ მხოლოდ ჩემი მიხწევა არაა ეს ჩვენი კლუბის “დინამო” სოხუმის მიხწევაა იმ ადამინების მამუკა ბიძინაშვილის მამუკა ასათიანის კახაბერ კეკელიძის ვასილ ჭეიშვილის ლაშია გიორგი ქანთარიას გიორგი კალანდაძის გიორგი ყაჭეიშვილის მერაბ ჭანტურიშვილის და თითვეული ჩვენი ფეხბურთელის როგორც გოგონა ასევე ვაჟების , მადლობა მათ პირველრიგში რო მომცეს საშულება განმეხრცილბინა ის პროექტები რაც როგორც ჩანს სწორია და წარმატებული ეს ჯილდო ამაზე მეტყველებს , რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ !!!
👉 მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს ბატონ სოსო მალანიას ამ ნომინაციაზე წარდგენისთვის . აფხაზეთის მთავრობის განათლების სპორტის და კულტურის სამინისტროს მის მინისტრს როლანდ ნიჟარაძეს და განსაკუთრებული მადლობა ზემოდ ხსენებული სამინისტროს სამსახურის უფროსს ჩემს უფროს მეგობარს ბატონ ვიტალი ბენდელიანს ამ ჯილდოსთის .
👉 ასევე მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარეს ბატონ რუსლან აბაშიძეს კაცს რომელთვისაც არარსებობს არანაირი სუბორდინაცია ის ჩვენთვის არის ადამინი რომლიც ყოველდღიურდ ცდილობს ჩვენი კლუბი და ზოგადად სპორტის დახმრებას ეს გამოჩნდა კიდეც ჩბენი გოგონბის გუნდზე როდესაც მან ყველაფერი გააკეთა ჩვენი გოგონათა გუნდისთვის და უდიდიესი მადლობა მას ამისთის !!!
👉 აგრეთვე მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბატონი ლევან კობიაშვილის ხემძღვანელობით თითვეულ მათგანს რადგან ჩვენ ვერ შევძლებდით ესეთ მოკლე დროში ქალთა გუდნის ჩამოყალიბებას და აკადემიის ფორმირებას სფფ-ს დახმარების გარეშე მადლობა მათ გვერდში დგომისთვის !!!

👉 ყველას დიდ მადობას გიხდით მოლოცვებისათვის გვერდში დგომისთის და მხარდაჭერისთის !!! პირობას გაძლევთ მალე ყველაფერი იქნბა ისე როგორც თქვნ და ჩვენ გვინდა წარმატებისკენ გზა არც ისე შორსაა მთავარია სწორად მივდივართ , წარმატებისთვის ნელა მაგრამ სწორად და “დინამო” სოხუმის იქნბა ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სამსახურში
მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთის !!! ❤

  • ” პირველრიგში არის სტიმული , რადგან იმ გაკეთებული საქმის , რასაც ჩვენ ვაკეთებთ “დინამო” სოხუმი , ეს არის დაფასება არა მარტო ჩემი არამედ მთლიანად კლუბის !ჩვენ შევეცდებით , რომ გავამართლოთ და არ შევარცხვინოთ ის დიდი სახელი რომელსაც ჩვენი კლუბი ატარებს ! ნათქვამია დავით თაქთაქიშვილის ინტერვუში აფხაზეთის ტელევიზიასთან . “

 

2020 წლის , 28 დეკემბერი .

 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp