FC DINAMO SOKHUMI

დღეს კლუბის დირექტორთა საბჭო შეიკრიბა. მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება .

დღეს საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭო შეიკრიბა. საბჭოს პირველად წარუძღვა დავით თაქთაქიშვილი, როგორც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 

საბჭოს სხდომამდე, მოხდა კლუბის ფეხბურთელებთან, როგორც ონლაინ, აგრეთვე პირადი კომუნიკაცია, სადაც იყო საუბარი ახალ კოვიდ რეგულაციებზე, რის შემდეგაც მოხდა ამ საკითხების დირექტორთა საბჭოზე გატანა!

დღის წესრიგი და საკითხები შემდეგი გახლდათ: 

  1. ფეხბურთელების და პერსონალის ვაქცინაცია.
  2. ვაჟთა და ქალთა გუნდების სავარჯიშო პროცესის განახლება.
  3. კლუბის საფეხბურთო აკადემიაში სავარჯიშო სესიების განახლება.
  4. ქალთა გუნდის ლიცენზირების საკითხი.

 

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭომ დაადგინა: 

 

  1. კლუბი არ ავალდებულებს არცერთ ფეხბურთელს და პერსონალის არცერთ წევრს ვაქცინაციას და უტოვებს უფლებას თვითოეულ მათგანს თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და არ მოახდენს კონკრეტული პერსონის დისკრედიტაციას იმის გამო, რომ ის არ არის ვაქცინირებული, არ დაატოვებინებს ფეხბურთელს გუნდს და არ შეავიწროვებს ამ ნიშნით! აგრეთვე გამოიკითხნენ ფეხბურთელები და გაკეთდა სია ვაქცინირებულთა, ან ვისაც აქვს სურვილი ვაქცინის გაკეთების. სამწუხაროდ, ამ რეგულაციების გამო, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, რომლებმაც  საფეხბურთო კარიერა დაასრულეს და გახდნენ დისკრედიტაციის მსხვერპლნი, რაზეც კლუბი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას! 

2. იქიდან გამომდინარე, რომ კლუბს არ გააჩნია ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ  უზრუნველყოს ფეხბურთელების ტრანსპორტირება და რადგან  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში 4 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება არის შეზღუდული, “დინამო” სოხუმმა სავარჯიშო პროცესი შეწყვიტა ყველა დონეზე! ვარჯიშებს ვაჟთა გუნდი განაახლებს 1 სექტემბერს, ხოლო ქალთა გუნდი 5 სექტემბერს!

3. “დინამო” სოხუმის აკადემიის სავარჯიშო სესიებთან დაკავშირებით, მიღებულია დროებითი გადაწყვეტილება, რომ  სავარჯიშო სესიები უნდა გაგრძელდეს 2021 წლის 15 სექტემბრიდან. ეს გადაწყვეტილება შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული კოვიდ სიტუცია, იმ დროისთვის იქნება ისეთივე, როგორიც არის დღეს. ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანია უპირველესად ბავშვების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა! 

4. აგრეთვე იქნა განხილული ქალთა გუნდის ეროვნული კატეგორიის ლიცენზირების საკითხი, რომელიც მამუკა ასათიანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ლიცენზირების პროცესი ჩვენი კლუბის მხრიდან მიმდინარეობს შეუფერხებლად და ამ ეტაპზე ყველა მოთხოვნა კლუბს აქვს დაკმაყოფილებული, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ 2022 წლის საფეხბურთო სეზონში, ჩვენს ქალთა გუნდს, ეროვნულ ლიგაში აღზევების შემთხვევაში, არ ექნება არანაირი პრობლემა და იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ოფიციალურად ლიცენზირებული საფეხბურთო კლუბი!   

 

 

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს შემდეგი სხდომა 1 სექტემბერს გაიმართება.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp