FC DINAMO SOKHUMI

მამუკა ასათიანი – სულ მალე, გუნდი დაბრუნდება იმ საფეხურზე, სადაც მისი ისტორიული ადგილია !

მამუკა ასათიანი –  საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის პრეზიდენტი.

 

“ყოველდღიურად ვცდილობთ,რომ ფეხბურთელების ყოფა გავაუმჯობესოთ და სულ მალე მივაღწევთ იმ დიდ მიზანს, რაც ჩვენი განვითარების პროგრამითაა გათვალისწინებული. ჩვენი კლუბი უკვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  მიერ ეგიდირებული, ლიცენზირებული კლუბია, რაც მუდმივი პროცესია და ახლაც ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ 2022 წლის სეზონისთვის, “დინამო” სოხუმი იყოს ისევ ლიცენზირებული კლუბი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში გვერდში გვიდგას და გვეხმარება. ჩვენთვის ამ ეტაპზე უმთავრესი იყო, რომ კლუბს ქონოდა სტრუქტურა, რაც ჩამოვაყალიბეთ და კლუბი ბევრად გამართული და ორგანიზებულია ვიდრე ადრე, ეს კი ჩვენი მიზანმიმართული მუშაობის შედეგია! 

ჩვენი სიძლიერე არის გუნდურობაში. ის გუნდი, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს ვწევთ, კოორდინირებულად ვმუშაობთ და კლუბში ყველას გვაქვს კონკრეტული საქმე, რასაც პირნათლად ვასრულებთ, რაც ჩანს კიდეც და “დინამო” სოხუმი არის ყველგან, სადაც კი ფეხბურთი არის! არასდროს მითქვამს, მაგრამ ახლა შემიძლია ღიად და დაუფარავად ვთქვა, რომ “დინამო” სოხუმი არის საქართველოში ყველზე პროგრესირებადი საფეხბურთო კლუბი, რომელსაც აქვს კონკრეტული პროგრამა, მიზანი და ამ მიზნისკენ მიდის ეტაპობრივად ნელა, მაგრამ სწორედ!” 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp