FC DINAMO SOKHUMI

ზურაბ სამუშია – ადვილი ნამდვილად არ იყო რვიდან რვა მატჩში გამარჯვება !

ზურაბ სამუშია – საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მწვრთნელი.

“აღსანიშნავია, რომ დიდი ნაბიჯები იდგმება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის, რადგან ასეთ მოკლე დროში, გვაქვს ქალთა 2 ლიგა და დამატებით თასის გათამაშება, რაც სასიხარულო და მისასალმებელია. სადებიუტო წელია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და ნამდვილად არ ველოდი ასეთ დებიუტს. დიდი მადლობა დინამო სოხუმს, ამ შესაძლებლობის მოცემისთვის, რომ სწორედ აქ, ასეთ ისტორიულ გუნდში დაიწყო ჩემი სამწვრთნელო კარიერა და დიდი ნდობა გამოგვიცხადეს მე და თენგოს! ვფიქრობ, მოლოდინი გავამართლეთ და ბევრად დიდი მიზნები გვაქვს, მიუხედავად ამ შედეგისა! რაც შეეხება ჩვენს განვლილ პერიოდს, ნაყოფიერად გამოვიყენეთ ის მოკლე პერიოდი, რაც ტურნირის დაწყებამდე გვქონდა და შევძელით გუნდის გამართვა. ბევრი ხელის შემშლელი პირობა იყო, რომ ასეთი შედეგი გვქონოდა, მაგრამ ბევრი ბრძოლის და რთული თამაშების შემდეგ, მოვიპოვეთ 8-დან 8 მოგება, რაც ამ ვითარებაში ძალიან რთული იყო! ძნელია 1-2 სიტყვით ეს პერიოდი შეაფასო, რადგან ბევრი ცუდი და კარგი რამ მოხდა. გვქონდა უშუალო კონკურენტებთან ძალიან რთული თამაშები, სადაც ჩვენმა ფეხბურთელებმა იდეალურად შეასრულეს თავიანთი დავალებები და ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა აღნიშნული შეხვედრები. ამ თამაშების შემდეგ, ჩვენი გუნდიდან ასაკობრივ ნაკრებებში დაწინაურდა რამდენიმე ფეხბურთელი, რაც ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა! ნებისმიერი თამაში ჩვენთვის არის ფინალის ტოლფასი და დარჩენილ შეხვედრებშიც აუცილებლად იქნება გუნდის მიზანი დამაჯერებელი გამარჯვება, რისთვისაც ბევრად რთული გზის გავლა მოგვიწევს, ვიდრე სეზონის სტარტზე, თუმცა ჩემთვის და თენგოსთვის მთავარი სწორედ ესაა და არა 5 ქულიანი ფორა კონკურენტთან!”

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp