FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – მიუხედავად რთული ეპიდემიური სიტუაციისა კლუბი განაგრძობს პროექტების განხორციელებას !

დავით თაქთაქიშვილი – “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე.

“ჩვენ ურთულეს დროში გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, მიუხედავად ამ რთული ეპიდემიური სირთულეებისა, ჩვენი კლუბი განაგრძობს პროექტების განხორციელებას,მიხარის  ის, რომ სადაც კი ფეხბურთია იქ არის “დინამო” სოხუმიც! ეს იმის ფონზე, რომ კლუბს არ გააჩნია არანაირი დაფინანსება და ზოგადად ჩვენ რასაც ვაკეთებთ  ეს, რომ საშუალო ევროპულ ქვეყანაში რომელიმე კლუბმა გააკეთოს, სპონსორების რიგი დაუდგება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკუღმაა მოწყობილი სამწუხაროდ! ხშირად ვხუმრობ ხოლმე, ერთ-ერთი კომპანია, თავს იწონებს რეკლამით ფეისბუქზე, რაზეც ასევე ფულს ხარჯავს, რომ არარსებული გამოგონილი სერიალის ფერსონირებული საფეხბურთო კლუბის გენერალური სპონსორია! ესაა მარაზმი და მეტი არაფერი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთი წერილი მივწერეთ სასპონსორო დაფინანსებაზე ამ კომპანიას, არა რეალურ, არამედ გამოგონილ გუნდს ასპონსორებს და ამით თავს იწონებს და ჩვენ  რეალურ გუნდს, რომელიც არის საქართველოში ერთ-ერთი ყველზე ისტორიული და ტრადიციული გუნდი არ გვყავს სპონსორი და  ყველა პროექტს ვაკეთებთ ფინანსების გარეშე, მეგობრების და კეთილისმსურველების გვერდში დგომით. როდემდე გავძლებთ ასე არ ვიცი! ღიად ვამბობ – საწყენია, როდესაც შრომას არ გიფასებენ და გული გწყდება, რომ ისეთ გუნდს როგორც “დინამო” სოხუმია კონკრეტული კომპანია ამჯობინებს გამოგონილ გუნდს და შემდეგში ამით იწონებს თავს, რომ თითქოს ამ გუნდმა საქართველოს თასი მოიგო!  ყველაფრის მიუხედვად ჩვენი კლუბი ძალიან დიდ პროგრესს განიცდის, ჩვენ მივყვებით ჩვენს პროგრამას და მჯერა გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამას მხარში დაუდგებიან და ჩვენს კლუბს იმაში დაეხმარებიან, რომ დაბრუნდეს იმ თავის დიდ მწვერვალზე, სადაც მუდამ იყო! საქართველოში არ არის მგონი ქალაქი, რაიონი, სადაც ჩვენს კლუბზე არ ლაპარაკობენ, თუ რა პროექტებსაც ვანხორციელებთ! არ მესმის, მეტი რა არის საჭირო, რომ გავაკეთოთ სპონსორის მოსაზიდად, ალბათ ჩვენი ყველზე დიდი მინუსი არის პატიოსნება, რასაც გვიწონებენ და სწორედ ამიტომ  გვეუბნებინ უარს სპონსორობაზე გარკვეული კომპანიები! იმედი მაქვს, გულწრფელად ვამბობ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სუფთა კომერციული და ეროვნული მიზნით, კლუბს დაუდგებიან მხარში და დაასპონსორებენ, რათა ფეხბურთელების, მწვრთნელების ყოფა გაუმჯობესდეს კლუბში! შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ დღეს კლუბში თვითოეული ადამიანი უხელფასოდ ვმუშაობთ და ვაკეთებთ იმაზე მეტს ვიდრე ….. არ მინდა დავასახელო, რადგან არაერთგვაროვნად მიიღებენ!  სიმართლე ზოგადად არავის უყვარს! 2021 წელს გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ეს კლუბი გადაარჩინეს და ჯერ კიდევ გადარჩენის პროცესში ვართ და მინდა მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა, რომ დაუდგნენ მხარში “დინამო” სოხუმს, რომელიც ატარებს საქართველოს ალბათ ყველაზე ლამაზი ქალაქის სახელს! რომელიც ოკუპირებულია! მადლობა მათ კიდევ ერთხლ!!! მადლობა თვითოეულ ფეხბურთელს! მწვრთნელს  თუ ტექნიკურ პერსონალს  ამ ყველფრისთვის, რომ კლუბს ასე ერთგულად უდგანან გვერდში, მიუხედავად იმ დიდი ფინანსური გაჭირვებისა, რაც გუნდში არის! ამ ადამინთა გვერდში დგომა მაძლევს მოტივაციას, ახალი საქმის კეთებისას და მერწმუნეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “დინამო” სოხუმი იყოს იმ ადგილას, იმ საფეხურზე, სადაც მისი ადგილია!!!” 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp