FC DINAMO SOKHUMI

ბერდია ჭავჭანიშვილი – “დინამო” სოხუმი დიდი გუნდია და ჩემთვის დიდი პატივია , რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ !

ბერდია ჭავჭანიშვილი – “დინამო” სოხუმის საერთაშორისო  საფეხბურთო აგენტი.

 “პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ  “დინამო” სოხუმი დიდი საფეხბურთო ისტორიის კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გუნდის  წევრი ვარ!  როგორც მოგეხსენებათ,  მე გერმანიაში ვმუშაობ და მაქვს კონტაქტები ტოპ საფეხბურთო კლუბებთან, არა შუმავლების საშუალებით, არამედ მაქვს პირდაპირი კავშირები და აქტიურად ვმუშაობთ, რომ “დინამო” სოხუმის საფეხბურთო კლუბიდან, რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი, როგორც ქალი, ასევე ვაჟი, ევროპასა თუ აზიაში გავიყვანოთ. მაქვს ინფორმაცია, რომ  კლუბის ქალთა გუნდში, ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობს, მაგალითად – ნინო ჩანგელია, ანა კულდონაშვილი, ასევე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრები, მათ პირდაპირი ტრანსილაციების დროს ვადევნებ თვალყურს. აგრეთვე, გუნდის გენერალური დირექტორისგან, დავით თაქთაქიშვილისგან მაქვს ინფორმაცია, რომ გუნდში 13 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი, მარიამ გოგოლაძე ვარჯიშობს, რომელიც რამდენიმე წელში ნებისმიერი საფეხბურთო კლუბის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. აგრეთვე, ვაჟთა გუნდშიც არიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც აგრეთვე ვაკვირდები და სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად მექნება მათთან კონტაქტი. ამ ეტაპზე, კლუბის მმართველ საბჭოსთან ერთად ვმუშაობთ, რომ ქალთა გუნდში ჩამოვიყვანოთ ხარისხიანი ლეგიონერები, რაც მოგვცემს იმის შანსს, რომ გუნდი გახდეს საქართველოს ჩემპიონი და იასპარეზოს ჩემპიონთა ლიგაზე! თუ პანდემიამ არ შეგვიშალა ხელი, მონახაზში უკვე მყავს ნიგერიის, განის და ირანის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც სიამოვნებით ითამაშებენ “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდში. მინდა ვუთხრა თვითოეულ ფეხბურთელს, რომ მათზე ყოველდღიური დაკვირვება მიმდინარეობს და ჩვენ გვსურს, რომ მათ კარიერულ წინსვლაში წვლილი შევიტანოთ! მე, ჩემს ყველა კონტაქტს, გამოვიყენებ იმისთვის, რომ ამ ფეხბურთელებს საერთაშორისო კარი გავუღო, ისე როგორც, არაერთ ქართველ ფეხბურთელს შევუწყვე ხელი.” 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp