FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – ჩვენი კლუბი ვერ და არ წავა ფეხბურთელების ნების წინააღმდეგ !

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

“ჩვენმა კლუბმა, როგორც სხვა საფეხბურთო კლუბებმა, მიიღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, 2021 წლის საფეხბურთო სეზონის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რაც ითვალისწინებს იმას, რომ 4 სექტემბრამდე გუნდის თვითოეული ფეხბურთელი და პერსონალი მინიმუმ ერთი დოზით უნდა იყვეს ვაქცინირებული! აგრეთვე 24 სექტემბრამდე აუცილებელი პირობაა, რომ ფეხბურთელები და პერსონალი უნდა იყვნენ აცრილები ორი დოზით! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატში არ დაიშვებიან! არის მეორე გზაც, ყოველი მატჩის წინ ფეხბურთელმა უნდა წარადგინოს მინიმუმ 48 საათით ადრე პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი კოვიდზე და ამის შემდეგ, მას ექნება უფლება, ვაქცინაციის გარეშე ითამაშოს, მაგრამ ეს პისიარ ტესტი, ყოველი მატჩის წინ უნდა ჩაიტაროს, რაც მოგეხსენებათ დიდი ხარჯებთანაა დაკვშირებული, რასაც ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების მქონე გუნდი ნამდვილად ვერ შეძლებს! ჩვენი კლუბის ოფიციალური პოზიცია გახლავთ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს თავისი ჯანმრთელობა და აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს მისი  ბედი… ვერც ერთი ადამიანი ჩვენს კლუბში, ვერ აიძულებს ვერავის ვაქცინის გაკეთებას, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ე.წ. “ანტივაქსერები” ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ მოვახდინოთ ფეხბურთელის და ჩვენი დიდი ოჯახის რომელიმე წევრის დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით! ამას ჩვენ გვავალდებულებს აგრეთვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამა წლის 27 იანვრის  გადაწყვეტილება, რასაც საქართველომაც დაუჭირა მხარი და მოაწერა ხელი, რაც ითვლისწინებს შემდეგს – “N2361/თავი – 7.3.2: უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ არავინ იყოს დისკრედიტირებული, ვაქცინის უარყოფისთვის, ჯანმრთელობის შესაძლო მიზეზით, ან ვაქცინაციის სურვილის არქონის გამო!!!” ეს გახლავთ დადგენილება, რომელსაც საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი, სრულად ვუერთდებით და არ ვაპირებთ ჩვენი ფეხბურთელების დისკრედიტაციას! არ ვაპირებთ რომელიმე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას იმის გამო, რომ ისინი ვაქცინას არ გაიკეთებენ! მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღებას, რაც ჩვენს კომპეტენციას ცდება! ჩვენს კლუბში არიან ახალგაზრდა, 16-19 წლის, ნიჭიერი და იმედის მომცემი ფეხბურთელები, რომლებმაც უარი განაცხადეს ვაქცინაციაზე, არც მათ და არც კლუბს არ გააჩნია იმის სახსრები, რომ პისიარ ტესტი გავუკეთოთ მატჩის წინ! ეს ჩვენს ძალებს აღემატება!!! არსებობს საფრთხე, რომ ეს ფეხბურთელები საერთოდ ჩამოშორდებიან საფეხბურთო მოედანს და ვინ იცის რა ნიჭს და პოტენციალს დაკარგავს ქართული ფეხბურთი! აგრეთვე, ამ დღეების განმავლობაში, რამდენიმე საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელთან გვქონდა საუბარი და მათ გუნდებშიც მსგავსი სიტუციაა… სამწუხაროდ, ეს კომპლექსური პრობლემაა და გადაჭრა ჭირდება! გამოსავალი არის ერთი: საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ფინანსურად, რომ თვითოეულ კლუბს აუნაზღაუროს ე.წ. პისიარ ტესტის ღირებულება და მისცეს არჩევანის გაკეთების უფლება და საშუალება – ვაქცინა თუ ტესტი! მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს და პირადად პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს – ნუ დაემსგავსებიან ავტორიტალური ქვეყნის მმართველებს და მოგვცენ უფლება, ჩვენ გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი და როგორც ვაქცინას გვთავაზობენ უფასოდ, ასევე  საფეხბურთო კლუბებს  დაგვიფინანსონ პისიარ ტესტის საფასური! ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ წასვლა, ეს არ არის დემოკრატია, ეს უკვე ავტოკრატიაა და მოვუწოდებთ ირაკლი ღარიბაშვილს ნუ იქნება ავტოკრატიული რეჟიმის გამგრძელებელი, რადგან ვთვლით, რომ ავტოკრატია ჩვენ ყველამ ერთად, 2012 წელს ერთხელ დ სამუდამოდ დავასრულეთ და გავუშით პოლიტიკურ თუ მორალურ სანაგვეზე!!!  იმედი გვაქვს, მსგავსი წინადადებით, სხვა საფეხბურთო კლუბებიც გამოვლენ ღიად და მხოლოდ პირადი საუბრებით არ შემოიფარგლებიან! მოვთხოვოთ ერთად საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს – დააფინანსონ სპორტსმენებისთვის პისიარ ტესტი!!!” 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp