FC DINAMO SOKHUMI

100 %-ანი შედეგით!…..

ქობულეთში შეკრება დაასრულა “დინამო u17” სოხუმმა. დასკვნით შეხვედრაში, გიორგი კალანდაძის და გიორგი ყაჭეიშვილის ფეხბურთელები, თბილისის “მერანი u17”-ს დაუპირისპირდნენ და პავლე დოლიძის და ნიკა ჯავახაძის გოლებით, ანგარიშით 2 : 1 შეძლეს მეტოქის დამარცხება. ეს ჩვენი ჭაბუკების ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გახლდათ. მანამდე დინამოელებმა, გორის “დილა”-ს(6 : 2), ორჯერ ზესტაფონის “მარგვეთი”-ს(3 : 1; 6 : 1), სოხუმის “ცხუმი”-ს(3 : 1), ბოლნისის “სიონი”-ს(1 : 0) თანატოლებს დააყრევინეს ფარ-ხმალი!                                                                                                                                                                                                                    გატანილი 22 გოლი, შემდეგი ფეხბურთელების ანგარიშზე მოდის: ნიკოლოზ ჯავახაძე – 6, ლევან ბოჭორიშვილი – 5, ლუკა შალამბერიძე – 4, გიორგი ბუხრიკიძე – 2, პავლე დოლიძე – 2, გიორგი ბოჯგუა – 1, ალექსანდრე ბაირამოვი – 1, გიორგი ჭიკაძე – 1.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp