FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – ” ვმუშაობთ ძალიან დიდ პროექტზე “

“დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე დავით თაქთაქიშვილი

 

“ვმუშაობთ ძალიან დიდ პროექტზე, რაზეც დღეს საუბარი არ იქნება სწორი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრს და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ “დინამო” სოხუმი ევროპის ყველაზე დიდ ტრიბუნაზე იქნას ხსენებული! მე ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენი კლუბი წინ მიდის და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დააფიქსიროს ყველგან , რომ აფხაზეთი საქართველოა! ვთვლი, რომ ამას ღირსეულად ვაკეთებთ! მივდივართ წინ ნელა, მაგრამ მაინც ვვითარდებით! ჩვენ გვაქვს ჩვენი ხუთწლიანი განვითარების პროგრამა, რაც ამუშავდა უკვე და მის პატარა შედეგს ვხედავთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ დიდი გამოწვევბია და ბევრი წარმატებაც!” 

 

“ძალიან რთულ პროცესს ვართ შეჭიდებული, მაგრამ პროცესს ვერავინ გავექცევით! ეს სისტემურობა მიგვიყვანს იმ წარმატებამდე, რასაც ჩვენ ვგეგმავთ! ზოგს ძალიან ეჩქარება, მაგრამ ჩვენ ძალიან მიზანმიმართულად ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას! შემდეგი  2022 წელი, იქნება ჩვენი კლუბისთვის კრიზისიდან გამოსვლის და წინსვლის წელი! ხოლო ყოველი მომდევნო იქნება უფრო კარგი, ვიდრე წინა წელი! 

 

ჩვენი კლუბის ლოზუნგია – სადაც ფეხბურთია ყველგან !  ამ ეტაპზე სწორედ ამ ლოზუნგის ირგვლივ ვართ გაერთიანებული და ვთვლი, რომ საქართველოში ვართ ერთ-ერთი წარმატებული და თითით საჩვენებული კლუბი, ჩვენი მიზნებით და იმ საქმით, რასაც ვაკეთებთ!  ეს პროცესი გაგრძელდება და მიგვიყვანს იმ დიდ გამარჯვებამდე, რასაც ჩვენ ვგეგმავთ და ვიზეიმებთ ერთად!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp