FC DINAMO SOKHUMI

წვიმის გამო შეწყვეტილი შეხვედრა!

გუშინ ქობულეთში, სოხუმის “დინამო”-ს ჩვიდმეტწლამდელების მეხუთე ამხანაგური შეხვედრა, ბოლნისის “სიონი”-ს თანატოლებთან, 33-ე წუთზე კოკისპირული წვიმის გამო შეწყდა. ამ დროისთვის ანგარიში 1 : 0 იყო, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. გოლი, პავლე დოლიძის პასით, ლევან ბოჭირიშვილის ანგარიშზეა.  ბოლო შეხვედრას “დინამო u17” ხვალ, თბილისის “მერანი”-ს თანატოლების წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩვენმა ფეხბურთელებმა, გორის “დილა u17″(6 : 2), სოხუმის “ცხუმი u17″(4 : 1) და ორჯერ ზესტაფონის “მარგვეთი u17″(3 : 1; 6 : 1) დაამარცხეს!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp