15 ივლისს 20:00 საათზე ჩვენი თანაკუთხელი, საფეხბურთო კლუბი “გაგრა”, ევროპის კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს, მონტენეგროს “სუტიესკა”-სთან, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.
გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენი კლუბის სახელით და ვუსურვოთ “გაგრა”-ს წარმატება 15 ივლისს გასამართ მატჩში.
“დინამო” სოხუმის აკადემია, ქალთა და ვაჟთა გუნდები, სამწვრთნელო სტაფი და “დინამო” სოხუმის თვითოეული მომსახურე პერსონალი, 15 ივლისს სტადიონზე ვიქნებით და ადგილზე ვუგულშემატკივრებთ გუნდს!
15 ივლისს კიდევ ერთხელ გაიგებს ხმამაღლა მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოება, რომ აფხაზეთი არის საქართველო!!! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია!!!
#ჩვენიმხარდაჭერაგაგრას!!!