FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – “მგონია, რომ ამ ეტაპზე, ეს შედეგი ლოგიკურია “

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის მთავარი  მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი:     დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის აღმოსავლეთის ზონის პირველი ნახევარი. შედეგი ის არ არის, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვართ ჩვენ ყველა ერთად შეჩვეულები, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს შედეგი ლოგიკურია! ყველას ჩვენი მომზადების მეთოდოლოგია და მიმართულება გვაქვს. გუნდი მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ეტაპზე ჩავიბარე, სადაც ვეცადე, რომ სათამაშო ფილოსოფია და სათამაშო ტაქტიკა, მოკლე დროში მომერგო გუნდზე, მაგრამ ასეთ მცირე დროში ეს შეუძლებელია და შედეგსაც ხედავთ როგორია ! ნიშანდობლივია ის ფაქტორიც, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოგვიერთდა, რაც კიდევ ერთი მიზეზია! აგრეთვე იცით, რომ გუნდის 80% შეცვლილია, უფრო გაახალგაზრდავდა და გადახალისდა, მათ შეთამაშება უნდოდათ და პლუს ის, რომ ამას ამ ბიჭებს ამ დონეზე, არასდროს უთამაშიათ და ბავშვთა ტურნირის იქით გახედულიც არ ქონდათ! ცალკე სასაუბრო საკითხია, როდესაც რამდენიმე ფეხბურთელბა გუნდი შუა გზაზე მიატოვა მნიშვნელოვანმა, რომელთა იმედიც გვქონდა და მათი სიტყვის გვჯეროდა, რომ ისინი ჩვენს გვერდით იქნებოდნენ , მაგრამ მათ სიტყვა გატეხეს და მიგვატოვეს შუა გზაზე! თუ რა ქვია ესეთ ქცევას, ყველამ კარგად იცის! ხოლო ამ ყველფრის შედეგს, ახლა ვიმკით, 22-ე ადგილზეა გუნდი 2 მოგებით 2 ფრით და 8 მარცხით!”

 

“სეზონის წინ გუნდში, ფინანსური პრობლემები გვქონდა და გამოვიდოდით თუ არა ჩემპიონატზე, ისიც კი სათუო იყო. შესაბამისად  გვიან მოგვიწია გუნდის ჩამოყალიბება, რამაც ეს რეზულტატი მოგვიტანა. ზეწოლა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალური ლიგაა, ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს “დინამო” სოხუმია, ჩემი კრიტიკაც ძალიან დიდია! მიუხედავად ყველფრისა, მინდა მადლობა გადაუხადო ბიჭებს შრომისთვის იმ მძიმე დროს, რაც დღეს გვაქვს. ეს არის ერთი გუნდი! მიუხედავად იმ კრიზისისა, ეს ბიჭები ბოლომდე გვერდზე დაგვიდგნენ. ერთ ფეხბურთელს არ დაუჩივლია, მიუხედავად დიდი გაჭირვბისა, რომ  რაიმე ფინანსების გამო იყვნენ გუნდში. ისინი ამ მიდგომით, ამ შემართებით, მიაღწევენ აუცილებლად შედეგს და ყველა სკეპტიკოსს, თუ იმ ხალხს, ვინც ფსევდო გულშემატკივარია, მაგრამ ჩვენ თავს გვაჩვენებს გულშემატკივრად, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი ყველზე დიდი მტერია, სწორედ მათ დაუმტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ! ეს ასე იქნება. ბოლო ორმა ტურმა, მე ეს მანახა, რომ ამ ბიჭებში არის პოტენციალი!!! ” 

 

“ჩვენ აუცილებლად გავძლიერდებით და ჩემპიონატის განახლებასთან ერთად, აუცილებლად დავიმატებთ ფეხბურთელებს, მაგრამ იმ ხაზს არ ვუღალატებთ, რომელიც გვაქვს აღებული. მიუხედავად რთული მდგომარეობის, ჩვენ განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ეს პროცესი დიდი აღმართია, მაგრამ აუცილებლად გავსწორდებით წელში, მჯერა მე ჩემი ბიჭების, რომ მათ შეუძლიათ!!! შევხვდებით მალე მოედანზე, უფრო ძლიერები და უფრო მოტივირებულები!!! 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp