FC DINAMO SOKHUMI

ფრე ოცდამეთხუთმეტესთან!

გუშინ, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, ს.კ. ‘დინამო” სოხუმმა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში, თბილისის “35 სკოლა”-ს უმასპინძლა. შეხვედრამ დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ანგარიში მე-12 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, რასაც “დინამო”-ს კაპიტანმა ვახტანგ კოპლატაძემ მეორე ტაიმის 22-ე წუთზე  უპასუხა.  თამაშის დარჩენილ დროში, ორივე გუნდის მცდელობამ, გამარჯვების გოლი გაეტანათ, შედეგი არ მოიტანა და საბოლოოდ საინტერესო პაექრობა ფრედ, 1 : 1 დასრულდა.                                                                                                                                                                                                                                                                                                       აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიგი ფეხბურთელების საქმისადმი სრულიად უპასუხისმგებლო და არასერიოზული დამოკიდებულების გამო, რაც აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, სუბიექტური ფაქტორებით არის განპირობებული, დინამო თერთმეტმა ფეხბურთელმა დატოვა და ახალი შემადგენლობის ფორმირება მწვრთნელებს, ოფიციალური მატჩების პარალელურად უწევთ!!!                                                                                                                                                                                                                                                                     არის მატებაც – გუნდში დაბრუნდა გასული წლების გამოკვეთილი ლიდერი, თეიმურაზ აზმაიფარაშვილი, რომელსაც აქტიური საფეხბურთო კარიერა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, პრაქტიკულად  დასრულებული ქონდა, მაგრამ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა მისი განახლება! ვინც იცის თემურის შესაძლებლობები დაგვეთანხმება, რომ მას დიდი სარგებლობის მოტანა ძალუძს დინამოსთვის, რაც გუშინდელმა შეხვედრამაც დაადასტურა! ხონის “იმერეთი”-დან გადმოვიდა პერსპექტიული მეკარე გიორგი კაკაბაძე, რამაც გადაწყვიტა პრობლემა, რაც უაღრესად მწვავედ იდგა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის სტარტიდანვე ოთხი მეკარე იყო კლუბის განაცხადში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, მაინც მეკარის გარეშე გვიწევდა თამაში!……ტყუილად არ გვიხსენებია ზემოთ –  უპასუხისმგებლო დამოკიდებულება!!!……. ასევე, აქტიურად განიხილება რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის, მათ შორის ყოფილი დინამოელის დაბრუნება კლუბში, რაც ეჭვგარეშეა, რომ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და მოგვცემს სეზონის დარჩენილი ნაწილის, ღირსეულად ჩატარების შესაძლებლობას!                                                                                                                                                                                                                       ბოლოს, გაგაცნობთ გუშინდელ შეხვედრაში “დინამო”-ს შემადგენლობას: 1. გიორგი კაკაბაძე 2. თორნიკე ღონღაძე 3. დიმა ბჟალავა 4. ლაშა ოთარაშვილი 5. ნიკოლოზ სამუშია(ზურაბ ნამგალაძე) 6. ნიკოლოზ მალაციძე(გია გაბათაშვილი) 7. შოთა ღვინიაშვილი 8. ტატო გუმბათოვი 9. თეიმურაზ აზმაიფარაშვილი 10. ვახტანგ კოპლატაძე(C) 11. ნიკოლოზ ძიძიგური(ლუკა კალანდაძე). სათადარიგო: იოანე თალაკვაძე.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp