FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – ” ჩვენ ავირჩიეთ რთული მაგრამ სწორი გზა !!! “

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე:  დავით თაქთაქიშვილი

“ბევრი შრომა დაგვჭირდა აქამდე მოსასვლელად. სეზონის სტარტზე არც კი ვიცოდით, გამოვიყვანდით თუ არა გუნდს ჩემპიონატებზე  ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენი კლუბის მენეჯმენტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის პროგრამა რაც გვაქვს, ზედმიწევნით სრულდება და კლუბი ვითარდება! ეს იმის ფონზე, რომ კლუბს დღემდე რამდენიმე ათასიანი ვალი აქვს და ბიუჯეტის სეკვესტრი ბევრჯერ მოგვიწია. მიუხედავად ამისა, კლუბი ვითარდება. მთავარი ქვაკუთხედი ჩვენი კლუბის სიძლიერისა, ეს არის აკადემია! ეს ცალსახაა, მიზანი სწორედ არის ეს – გვყავდეს ძლიერი აკადემია და ჩვენ სწორედ ამისკენ მივდივართ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად! გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა, ყველა საფეხბურთო კლუბისგან, თუ როგორ უნდა განვითარდეს საფეხბურთო სკოლა და აკადემია! ამის შედეგს მალე იხილავთ, პირველი ეტაპი ეს მასობრიობაა! რაც მთავარია, უნდა მოვიცვათ თბილისის ყველა უბანი, განსაკუთრებით ის უბნები, სადაც საფეხბურთო სიცოცხლე არაა! შემდეგ რეგიონები და საბოლოოდ მივიღოთ “დინამო” სოხუმის აკადემია მთელი ქვეყნის მაშტაბით, რაც მოგვცემს ბაზას იმისთვის, რომ  გვყავდეს ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჩვენი სათამაშო ფილოსოფიით აღზრდილი! “

 

 

 

“რაც შეეხება ფინანსებს, რასაც ვერ გავექცევით, კლუბს ჰაერივით ჭირდება სპონსორი, რომელიც მხარში დაუდგება. არ დავმალავ,  მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სულ მალე გვეცოდინება პასუხიც ამ კომპანიებიდან. სპონსორობა იქნება იმ პროგრამის შესაბამისად, რაც ჩვენ 2021 წლის იანვარში ჩამოვაყალიბეთ და მოიცავს ხუთწლიან პერიოდს, სადაც პრიორიტეტი ჩვენი აკადემიაა და შესამაბისად მთლიანი სტრუქტურა, რომელიც  შედის “დინამო” სოხუმის  კლუბში! უახლოვეს პერიოდში, შემოგთავაზებთ პატარა ფილმს “დინამო” სოხუმის აკადემიაზე, თუ საიდან დავიწყეთ, ახლა სად ვართ, როგორ გვინდა განვვითარდეთ, ვინ არიან მწვრთნელები, რა პირობებია ჩვენს კლუბში და როგორ გვესახება იმ პროგრამის შესრულება, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ ყველაფერს გავშლით  გასაგებ ენაზე და მოგაწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს.”

 

“რაც შეეხება ჩვენს ძირითად გუნდებს, ვაჟების და გოგონების! ორი აბსოლუტურად განსხვავებული პლატფორმა და განზომილებაა! ამას რატომ ვამბობ, მიზნები სხვა და სხვაა – ქალთა გუნდის შემთხვევაში, აუცილებლად ჩემპიონობაა მიზანი, რადგან ჩვენ წინა წლის გუნდიდან ის ლიდერები, რომლებიც გუნდში გვყავდა, შევინარჩუნეთ და წერტილოვანი სელექციით, ხაზს ვუსვამ, ჩვენი აკადემიიდან რამდენიმე ფეხბურთელი დავაწინაურეთ, შევცვალეთ სამწვრთნელო სტაფი, რამაც მოგვცა შედეგი. ეს მიზანმიმართული მუშაობის შედეგია! ქალთა გუნდის შენება 1 წელია დავიწყეთ და  იმ მიზანს, რაც ჩვენ კლუბს გააჩნია, აუცილებლად მივაღწევთ! რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, აქ  გუნდის ფეხბურთელების 95%  შევცვალეთ, გადავედით ახალ სტილზე, იმ ხუთწლინი პროგრამის საფუძველზე, გუნდი გავაახალგაზრდავეთ, 16-17-18 წლის ფეხბურთელებს ეძლევათ საშუალება ითამაშონ ჩვენს გუნდში, შედეგი სახარბიელო არ გვაქვს, მაგრამ ეს პროცესია და  ვაჟთა გუნდის მიზანი ამ წლის რაც არის ის აუცილებლად შესრულდება, ეს არის – აკადემიიდან დავაწინაუროთ რამდენიმე ფეხბურთელი და მოვამზადოთ  გუნდი შემდეგი წლისთვის და ასე შემდეგ… გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვაჟთა და ქალთა გუნდი სრულად იქნება დაკომპლექტებული ჩვენი აკადემიის აღზრდილებით და მიზანი ეს გახლავთ! ახლა მთავარია, იქამდე უმტკინვეულოდ მივიდეთ! ” 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp