FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – “სენაკში და ზუგდიდში “დინამო” სოხუმის მორიგი გოგონათა და ვაჟთა საფეხბურთო ცენტრი გაიხსნება ! “

დავით თაქთაქიშვილი “დინამო” სოხუმის გენერალური დირექტორი .

“როგორც მოგეხსენებათ ჩვენი კლუბისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია , და მასობრიობა არა მარტო თბილისში არამედ სრულიად საქართველოს მაშტაბით მით უფრო დევნილი ბავშვების ვარჯიში და წარმოჩინება ! შესაბამისად ჩვენი მიზანმიმართული მუშაობის შედეგია ის ინფორმაცია რომესაც ახლა ვიტყვი . მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და უკვე შემიძლია თამამად ვთქვა , სენაკში და ზუგდიდში “დინამო” სოხუმს ვაჟთა და გოგონათა საფეხბურთო ცენტრები ექნება ! საუბარია ზუგდიდში 30 ზე მეტ გოგონაზე , და აგრეთვე სენაკში 30 ზე მეტ გოგონაზე 8 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე . აგრეთვე საუბარია ვაჟთა გუნდების ჩამოყალიბებაზე მაგრამ ამ ეტაპზე ქალთა მიმართულება უკვე შეთანხმებულია , და გასახარია , რომ სულ მალე “დინამო” სოხუმს შეემატება 60 ზე მეტი გოგონა ფეხბურთელი რაც უკვე წარმოუდგენელ რაოდენობას 200 ზე მეტ გოგონა ფეხბურთელს მოგვცემს საქართველოს მაშტაბით  თან ნიშანდობლივია , რომ  60% მეტი დევნილი ფეხბურთელია რაც ჩვენთის პრიორიტეტულია ! ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი , რომ ეს ფაქტია “დინამო” სოხუმი გახლავთ ერთადერთი ქალთა პროფესიონალური გუნდი , რომლესაც ყავს საკუთარი აკადემია არა მარტო საქართველოს და ამიერ კავკასიაში , არამედ პოსაბჭოთა სივრცეში რუსეთის და ყაზახეთის შემდეგ ! რაღათქმაუნდა ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ჩვენს პარტნიორებთან და  ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვგეგმავთ რამოდენიმე ქალაქში მგზავსი ცენტრის ჩამოყალიბებას , უახლოეს პერიოდში გვსურს ჩამოვაყალიბოთ მზავსი ცენტრი დმანისში , მარნეულში , თეთრიწყაროში , და წყალტუბოში . ამ ყველაფერს “დინამო” სოხუმი აკეთებს მხოლოდ ენთუზიაზმით , და საკუთარი სახსრებით საფეხბურთო ცენტრების გახსნის კუთხით სადაც კლუბს მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია ეხმარება ( აგრეთვე დაგვხმარა ქალა თბილისის საკრებულო და მერია) !!! ვიმედოვნებ სხვა უწყებებიც დაგვიდგებინ მხარში ამ ეროვნულ და დიდ საქმეში , და აგრეთვე რაც მთავარია კერძო სექტორიც სად თუ არა აქ ჭირდება დღეს დახმარება მაგრამ ამაზე მერე ვიტყვი  თან საკმაოდ ბევრს რაც კერძო სექტორს შეეხება გაჩუმებას ნამდვილად აღარ ვაპირებ და ყველა წერილს გამოვაქვყნებ  და იმ კომპანიების სასწაულ პასუხებს თუ რა პასუხი გასცეს “დინამო” სოხუმს , და მალე გაიგებთ იმ კომპანიების შესახბ ვინც ნამდვილად პატრიოტული მოტივებით და არანაირი კომერციული რეკლამის სარგებლის მიღების გარეშე კლუბს გვერძე დაუდგნენ და ხელი გაუმართეს და კიდევ გაუმართავენ ! კიდევ ვიტყვი “დინამო” სოხუმი არ აპირებს გაჩერებს მხოლოდ წინ და მხოლოდ იმ მიზნისკენ , რომ ფეხბურთი გაგვაერთიანებს !!! ” 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp