FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – ჩვენ ვითამაშეთ ფეხბურთი ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !

დღეს რეგიონალური ლიგის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა , “დინამო” სოხუმმა თავის მატჩი სტუმრად კასპში ადგილობრივ “კასპი1936” -თან გამართა  .

გთავაზობთ გუნდის მთავარი მწვრთნელის დავით თაქთაქიშვილის მატჩის შემდგომ კომენტარს:

“არ ვიცი რა ვთქვა, მადლობის მეტი ჩემი ფეხბურთელების მიმართ! იბრძოლეს ბოლომდე. რთულია 11+ როდესაც გუნდს ეთამაშები, ჩვენ გეზი გვაქვს მხოლოდ ერთი – განვითარებისკენ და ჩემი აზრით, სწორედ ვითამაშეთ ყველა სათამაშო ასპექტში ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს, რაც საფეხბურთო ნიუანსებს მოიცავს, მაგრამ ტაბლოზე სხვა შედეგი დადგა. იყო გარემო პირობები, რამაც ამ შედეგს შეუწყო ხელი. ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი – ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა, ასე გაგვიჭირდება და მოგვიწევს ბუქსაობა ერთ ადგილას! მიჭირს ამის თქმაც, მაგრამ რთულია, როდესაც შრომას გიკარგავენ  და ეს მთელი გუნდის გულისტკივილია … დანარჩენი რა უნდა ითქვას, მატჩს სრულად ვაკონტროლებდით,  ბიჭებმაც ის გააკეთეს რა დავალებაც ქონდათ, მაგრამ როგორც ვახსენე, როდესაც შრომობ და შენ შრომას არ აფასებენ, რთულია შემდგომი განვითარება და ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება! 

შემიძლია ერთი ვთქვა კიდევ – მე ვატარებ “დინამო” სოხუმის სახელს და თვითოეული ჩემი ფეხბურთელი! ჩვენ მოგვეთხოვება იმაზე მეტი, ვიდრე ერთად აღებულ ყველა გუნდს, რომელიც კი რეგიონლიგაში ასპარეზობს, რადგან  ამ გუნდს მოფრთხილება და ცოტა სხვა მიდგომა ჭირდება, აქედან გამომდინარე, ჩემი მატჩის დროს და მატჩის შემდგომი ქცევა, სცდებოდა იმ ნორმებს, როგორც უნდა იქცეოდეს “დინამო” სოხუმის მწვრთნელი! მაგრამ როგორც ვთქვი, რთულია ძალიან, როდესაც შენს შრომას წყალში ყრიან! მიუხედავად ყველაფრისა ვთვლი, რომ მე და ჩემს ფეხბურთელებს, მეტი მოგვეთხოვება! მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემი ემოციების გამო! ყველა გუნდს და კლუბს თავისი მიმართულება აქვს და ყველა გუნდის გულშემატკივარს თავისი მიმართულება, თუ როგორ უნდა უგულშემეტკივრონ თავიანთ საყვარელ გუნდს და როგორ მოახდინონ ზეწოლა მსაჯთა ბრიგადაზე თავიანთი ქცევით! შეიძლება მე სხვანაირად ვუყურებდე ამ პროცესს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაც ასე უნდა უყურებდეს და მე არ მაქვს უფლება ვინმეს რამე ვასწავლო! ყველას თავისი გზა აქვს და თავისი გეგმა! აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ჩემი ემოციების გამო ბოდიში მოვიხადო! მინდა წარმატებები ვუსურვო კასპის გუნდს და მათ გულშემატკივრებს შემდგომ მატჩებში, მათ შესაშური გულშემატკივრები ყავთ! პირველდ ვნახე რეგიონლიგაში სავსე ტრიბუნა და ასეთი გულმხურვალე გულშემატკივრობა საკუთარი ქალაქის გუნდის მიმართ! 

და მთავარი – მინდა ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო იმ უშეღავათო ბრძოლისთვის და შრომისთის რაც მათ მოედანზე დადეს! გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ჩვენ დღეს ვითამაშეთ ფეხბურთი და მივიღეთ სიამოვნება ამ სპორტის სახეობიდან და ეს არის მთავარი! დანარჩენი არის პროცესი, რომელსაც ვერ გავექცევით!!! რთული გზა გვაქვს არჩეული. ბევრმა ადამინმა ამას ვერ გაუძლო და შუა გზაზე მიგვატოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც დღეს არის ჩვენს გუნდში, ისინი ღირსეული დინამოელები არიან და ღირსეულად ატარებენ ამ ფორმას! წინ  დიდი გამოწვევბია და დიდი გზა, რაც ერთად უნდა გავიაროთ. ეს გზა იოლი არ იქნება, მაგრამ მე მჯერა ამ ბიჭების და მათი ერთიანობის!!! ” 

შეგახსენებთ მომდევნო მატჩს “დინამო” სოხუმი გათამაშების ლიდერს “ვარკეთილი-2” თბილისს უმასპინძლებს !!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp