FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის გოგონათა კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა !!!

✊ ს.კ. “დინამო” სოხუმის აკადემიის, გოგონათა მორიგი საფეხბურთო ცენტრი(მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ ჩოჩიშვილი), თემქაზე გაიხსნა!!!
🙏 საფეხბურთო ცენტრი ზღვის უბანში, დევნილთა დასახლებაში გაიხსნა და მასში უკვე 20-ზე მეტი დევნილი გოგონაა გაწევრიანებული. ცენტრი, აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლის ბაზაზე გაიხსნა.
❤️ გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ: საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ბიძინაშვილი, გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი, აგრეთვე – საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ნინო სორდია, აფხაზეთის ა/რ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი სოსო მალანია და აფხაზეთის ა/რ სპორტის და კულტურის სამსახურის უფროსი, ბატონი ვიტალი ბენდელიანი.
🙌 პატარა სოხუმის დინამოელებს, დღეს საჩუქრად, ფორმები გადაეცათ.
❤ აღსანიშნავი და უდავოდ მისასალმებელია ის გარემოება, რომ “დინამო” სოხუმის აკადემია, გოგონათა მიმართულებით, უკვე 150-ზე მეტ მოზარდს აერთიანებს
❤ ნიშანდობლივია, რომ ცენტრის გახსნა ორგანიზატორებმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს დაამთხვიეს!
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp