FC DINAMO SOKHUMI

შესანიშნავი სიახლე !!! 31 მაისს “დინამო” სოხუმის გოგონათა საფეხბურთო ცენტრი თემქაზე გაიხსენაბა !!!

როგორც მოგეხსენებათ “დინამო” სოხუმს გოგონათა და ვაჟთა საფეხბურთო ცენტრები უკვე მრავლად აქვს თბილისის მაშტაბით.

31 მაისს კი,  საფეხბურთო ცენტრი გაიხსნება თემქაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში.  ქალაქ თბილისში მდებარე, აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა უ9-უ10 გოგონათა საფეხბურთო გუნდი, რომელიც “დინამო” სოხუმს ორშაბათიდან შემოუერთდება და საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი უზრუნველყოფს ამ ბავშვების საფეხბურთო განთლებას და მათ განვითარებას!

თემქის საფეხბურთო ცენტრს გამოცდილი სპეციალისტი ვახტანგ ჩოჩიშვილი უხელმძღვანელებს. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება თემქაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გოგონების კიდევ უფრო მეტი გუნდის ჩამოყალიბება, აგრეთვე ვაჟთა გუნდების ჩამოყალიბება და შემდგომში ადაპტირება “დინამო” სოხუმის ძირითად აკადემიასთან.

  • ეს ინფრასტრუქტურა უაღრესად მნიშვნელოვანია ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის! რადგან თუ ჩვენ გვინდა, რომ  ქვეყანაში ქალთა ფეხბურთი სწრაფად განვითარდეს, უმნიშვნელოვანესია მასობრიობა! ჩვენი კლუბი ამას ძალიან სერიოზულად უყურებს და სამწუხაროდ მაგრამ ერთადერთი გუნდია საქართველოში ვისაც საფეხბურთო აკადემია აქვს ქალთა შორის. ამ ეტაპზე 120-ზე მეტი გოგონა ვარჯიშობს “დინამო” სოხუმში და ამ ყველაფერს მხოლოდ 5 თვეში მივაღწიეთ, რაც ჩეშში სიამაყეს იწვევს! არ ვაპირებთ გაჩერებას და თავმომწონეობას თუ რა გავაკეთეთ! ყოველდღიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ჩვენს აკადემიაში 300-ზე მეტმა გოგონამ ითამაშოს! რაც ყველზე მნიშვნელოვანია უფასოდ! მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ნამდვილად არ ულხინს ფინანსურად და კაპიკებს ვითვლით მიმაჩნია, რომ  ბავშვთა ფეხბურთი და მასობრიობა ეს ისაა, რაც ჩვენს კლუბს და ჩვენს ქვეყანას ჭირდება! “დინამო” სოხუმი არ არის უბრალო გუნდი, ეს 96 წლოვანი ისტორიის მქონე გუდია და მის სახელს მოფრთხილება სჭირდება! იმედი მაქვს, რომ სულ მალე გაგვიჩნდება ფინანსები იმისთვის, რომ უკვე  რეგიონებშიც გავხსნათ საფეხბურთო ცენტრები. აქამდეც უნდა გაგვეხსნა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსები ვერ მოვიძიეთ და გარკვეული პირებისთვის აღმოჩნდა, რომ ბავშვთა ფეხბურთი მეორე ხარისხოვანია და მხოლოდ დიდი გუნდი ყოფილა პრიორიტეტი! მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ პროექტს ბოლომდე! სულ მალე, ერთ კვირაში  შევხვდებით თემქაზე სადაც 20-ზე მეტი გოგონა გველოდება, რომლებსაც პირველ ეტაპზე ფორმებს გადავცემთ. ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი, რომ ყველა პირობა შევუქმნათ ამ ბავშვებს და იმედი მაქვს, სულ მალე შევძლებთ, რომ ყველა პირობა შევუქმნათ ნორჩ გოგონა ფეხბურთელებს!” – განაცხადა “დინამო” სოხუმის გენერალურმა დირექტორმა დავით თაქთაქიშვილმა. 

კლუბი განაგრძობს  ხუთწლინი განვითარების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp