FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის შესანიშნავი გამარჯვება და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერობა !!!

🗓 23.05.2021
🥅 სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი
🕐 13-00 საათი
🇬🇪🥇 საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 2
🟦“დინამო” სოხუმი – 8 : 2 (5 : 0) – “ივერია” ხაშური🟥
🟦 დინამო: 1. ელენე ზაალიშვილი 2. ელენე ომიაძე 3. თამარ ახობაძე©️ 4. ნინო კურტანიძე 5. ჯესიკა კურბატოვა 6. მარია-იზაბელა მელიქიშვილი 7. თამარ წვიმიტიძე 8. ნინო ჩანგელია 9. ელენე გაზდელიანი 10. ანა კულდონაშვილი 11. ლიზი გომელაური
შეცვლაზე შევიდნენ: ნუცა სირაძე; მარიამ წიკლაური; თეკლა ბურჯანაძე
სათადარიგო: მარია ბეგიანი; ნანუკა ბაზღაძე
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ ნათაძე
მწვრთნელი: ზურაბ სამუშია
მეკარეების მწვრთნელი: მარიამ ბექიშვილი
ექიმი: ქუჯი გამსახურდია
⚽️ გოლები:
1 : 0 – ლიზი გომელაური, 6 წუთი
2 : 0 – ანა კულდონაშვილი, 12 წუთი
3 : 0 – მარია-იზაბელა მელიქიშვილი, 20 წუთი
4 : 0 – ელენე გაზდელიანი, 22 წუთი
5 : 0 – ლიზი გომელაური, 45 წუთი
6 : 0 – ნინო ჩანგელია, 47 წუთი
6 : 1 – 49 წუთი
7 : 1 – ნინო ჩანგელია, 56 წუთი
7 : 2 – 62 წუთი
8 : 2 – ნინო ჩანგელია, 78 წუთი
🔹 წინასამატჩო მღელვარება საკმაოდ დიდი იყო. გუნდებს კარგად ქონდათ გაცნობიერებული შეხვედრის მნიშვნელობა. გამარჯვებული დიდ ფორას იღებდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ეს, იმ მატჩების კატეგორიიდან იყო, ექვსქულიანს რომ ეძახიან!
🔹 მატჩი ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო და სანახაობრივი ბრძოლა გაჩაღდა. დინამოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არც ამჯერად უღალატეს ჩვეულ შემტევ სტილს, თავიდანვე განახორციელეს ზეწოლა მეტოქეზე და პირველ 22 წუთში გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი, როცა ოთხი უპასუხო ბურთი მოათავსეს სტუმართა კარის ბადეში.
🔹ცალკე აღნიშვნის ღირსია, თენგიზ ნათაძის და ზურაბ სამუშიას ფეხბურთელების უდავოდ დიდი პროგრესი, რაც მატჩიდან მატჩამდე თვალსაჩინოა და მომავალი წარმატებების დიდ იმედს ბადებს!
🔹 დღევანდელ შეხვედრაში კარგი იყო, ყველა სათამაშო რგოლი. თვითოეულმა ფეხბურთელმა ძალ-ღონე არ დაიშურა და მაქსიმალური თავდადება გამოიჩინა შეხვედრის მოსაგებად.
🔹 ცენტრალურ ზონაში, ანა კულდონაშვილის და ნინო ჩანგელიას შესანიშნავი თამაშის წყალობით, დიდი უპირატესობა იქნა მოპოვებული, ხოლო ჩვენი შემტევები – მარიზა მელიქიშვილი, თამარ წვიმიტიძე, ლიზი გომელაური, ელენე გაზდელიანი, ნუცა სირაძე, თეკლა ბურჯანაძე, მარიამ წიკლაური შეტევაში აქტიური მანევრებით, მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ მეტოქეს.
🔹 მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, კარგად გაისარჯა დაცვის ხაზი და ეს გოლები, უფრო ანგარიშიდან გამომდინარე მოდუნების შედეგი იყო, ვიდრე სათამაშო კანონზომიერებიდან…. კარგად მოერგო ახალ ამპლუას ნინო კურტანიძე, რომელმაც დაცვის ცენტრში გუნდის კაპიტან თამარ ახობაძესთან ერთად, საიმედო დუეტი შექმნა, ხოლო განაპირა მცველები ელენე ომიაძე და ჯესიკა კურბატოვა, მიუხედავად ძალიან ახალგაზრდული ასაკისა, თანდათანობით გაუვალ ზღუდეებად ყალიბდებიან მეტოქეთათვის! რაც შეეხება ჩვენს მეკარეს, ელენე ზაალიშვილს, ვფიქრობთ ის დღესდღეობით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში!
🔹 ამ გამარჯვებით დინამოელები ერთპიროვნულად გალიდერდნენ და დიდი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონობისკენ!
🔹 შემდეგ შეხვედრას ჩვენი გოგონები, 29 მაისს ახმეტაში, ადგილობრივი “ბახტრიონი”-ს წინააღმდეგ გამართავენ.
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp