FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – “ივლისის თვეში აუცილებლათ ჩავატარებთ შიდა ქალთა საფეხბურთო ფესტივალს”

საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმის გენერალური დირექტორი : დავით თაქთაქიშვილი 

  • როგორც მოგეხსენებათ, “დინამო” სოხუმს  ყავს აკადემია, ქალთა აკადემია, პირველი საქართველოში. 100-ზე მეტი გოგონა გვყავს, შესაბამისად გვინდა, რომ მათ ფესტივალი მოვუწყოთ და ივლისის თვეში, ორდღიანი შიდა ტურნირი  ჩავატაროთ.

“ნამდვილად გვაქვს რესურსი, რომ სულ მალე, წლის ბოლოდან გვყავდეს იმდენი ქალი ფეხბურთელი, სხვა კლუბებსაც რომ მივაწოდოთ გარკვეულ ეტაპზე და ესეც იქნება, რადგან საფეხბურთო აკადემია არც ერთ საფეხბურთო კლუბს არ გააჩნია, “დინამო” სოხუმი პირველია!” 

  • შიდა ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ  “ზემო ფონიჭალის ” – “ავჭალის” – “თემქის”- “დიდი დიღმის”  გოგონათა გუნდები, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ტურნირში მონაწილებისთვის მოვიწვიოთ ქართულ-ირანული საფეხბურთო კლუბი, რომლთანაც მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული. ეს  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საქართველოში ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. 
  • მეტიც შემიძლია გითხრათ, რაოდენობა იმდენი გვყავს, რომ 2022 წლის საფეხბურთო სეზონისთვის “დინამო 2” სოხუმის გამოსვლა ჩემპიონატში გადაწყვეტილია, ხოლო ახლა ვფიქრობთ “დინამო-3” სოხუმი გამოვიყვანოთ და როგორც ვიცი იგეგმება ასევე ასაკობრივი ჩემპიონატებიც და აგრეთვე სიმოვნებით ჩავერთვებით ასაკობრივ ჩემპიონატებში 3-4 გუნდით! 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp