FC DINAMO SOKHUMI

ქალთა გუნდის ბრწყინვალე გამარჯვება და მზადება “ივერია”-სთან მატჩისთვის…

როგორც მოგეხსენებათ, ქალთა ლიგა 2-ის მეორე ტურში, “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდმა, შესანიშნავი თამაშით ამბროლაურში “რაჭა 2020”-თან, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 10 : 1!

გთავაზობთ, მატჩის შემდგომ კომენტარებს: 

  • თენგიზ ნათაძე (“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი) 

მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს გოგონებს ამ შედეგისთვის და იმ ერთიანობისთვის, რასაც მოედანზე თუ მოედნის გარეთ გამოხატავენ ერთმანეთის, თუ ჩვენს მიმართ. მე მიმაჩნია, რომ გუნდის წარმატებისთვის სწორედ ეს ერთიანობაა მთავარი და ეს სულისკვეთება მოგვიტანს დიდ შედეგს. ახლა რაჭასთან მატჩი უკვე წარსულია და 23 მაისს გასამართ მატჩზე ვფიქრობთ, სადაც ხაშურის “ივერია”-ს დავუპირსპირდებით. მაქვს ინფორმაცია ამ გუნდზე და ვმუშაობთ აქტიურად. ვიმედოვნებ, სწორი ანალიზი გავაკეთეთ და ამ მნიშვნელოვან მატჩს ჩვენი გოგონები წარმატებით დაასრულებენ. ეს არ იქნება მარტივი, რადგან “ივერია” კარგი გუნდია, მაგრამ მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და იმ  საჩემპიონო სულისკვეთების, რაც გუნდში გვაქვს! 

  • ზურაბ სამუშია (“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) 

მთელი მატჩის განმავლობაში, მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით. უმთავრესი მიზანი რაც გვქონდა, სამი ქულის აღება იყო და ეს მარტივად მოვახერხეთ. ასევე, ეს მატჩი გამოვიყენეთ, იმ სათამაშო სქემების და ტაქტიკური მონაკვეთების დასახვეწად, რაც “ივერიასთან” უნდა გამოვიყენოთ. მადლობა მინდა ჩვენს ფეხბურთელებს გადავუხადო, ასეთი კარგი თამაშისთვის და სულისკვეთებისთვის! აქვე ვიტყვი, რომ გუნდი სრულად მზად არის 23 მაისს გასამართი მატჩისთვის და პირობას ვდებთ, რომ სოხუმელ გულშემატკივარს გავახარებთ და საჩემპიონო გზაზე მთავარ ფავორიტს მოვუგებთ! 

  • ნინო ჩანგელია (“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის ფეხბურთელი)

ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მატჩში პოკერი შევასრულე! ვარ პირველი ფეხბურთელი “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდში, ვინ ეს გააკეთა, მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო მეტად გასახარია, რომ ჩემი გოლები გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა! წინ ბევრი მატჩი გვაქვს და ამ გამარჯვებამ არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. უახლოვესი მატჩი, ძალიან სერიოზული გვაქვს, მზად ვართ და მჯერა – ჩვენ გავიმარჯვებთ! 

  • მამუკა ბიძინაშვილი (“დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) 

ბედნიერი კაცი ვარ იმით, რომ  2012 წელს დაწყებული პროექტი, ამ გოგონებმა შეისისხლხორცეს და იგრძნეს, თუ რა არის “დინამო” სოხუმის მაისურის ტარება!!! ეს გუნდი იტყვის თავის სიტყვას! ეს სამწვრთნელო სტაფი და ზოგადად ეს კოლექტივი! ამაყი და ბედნიერი ადამიანი ვარ, როდესაც მათ მატჩებს ვესწრები და შესანიშნავ თამაშს ვადევნებ თვალს! მათი თვითოეული შეხვედრა ჩემთვის ზეიმია, რადგან დიდ სიამოვნებას ვიღებ მათი თამაშისგან!  გვყავს ძალიან, ძალიან მაგარი ფეხბურთელები! გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ მათი ადგილი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებშია და ეს ასეც იქნება!!! მჯერა, ელენე ზაალიშვილი, ნინო ჩანგელია, თამარ ახობაძე, ანა კულდონაშვილი, ნინო კურტანიძე – ის გამოცდილი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ჩვენს გუნდს ყავს, მაგრამ გვყავს ძალიან მაგარი, 14-17 წლის ფეხბურთელები – ელენე გაზდელიანი, რომელმაც შვიდი-რვა  ფეხბურთელის მოტყუების შემდეგ გაიტანა თავისი ნახევრიდან წაღებული ბურთი, მარია-იზაბელა მელიქიშვილი, ლიზი გომელაური, თაკო წვიმიტიძე, ელენე ომიაძე, ჯესიკა კურბატოვა, ნუცა სირაძე, მარია ბეგიანი, მარიამ წიკლაური, თეკლა ბურჯანაძე და უკლებლივ ყველა… ძალიან ნიჭიერი გოგონები არიან! იმის თქმა  მინდა, რომ წინ დიდი გამარჯვებები გველის და ეს გუნდი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას!!! 

  • დავით თაქთაქიშვილი (“დინამო” სოხუმის გენერალური დირექტორი) 

პირველყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო გოგონებს კარგი მატჩისთვის და მათ მწვრთნელებს ამ შესანიშნავი გამარჯვებისთვის! არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო კარგი მასპინძლობისთვის “რაჭის” გუნდის მიმართ და ამ მხარის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონი ბექა ოშხნელის მიმართ, რომელმაც კარგი მასპინძლობა გაგვიწია. მინდა წარმატებები ვუსურვო ამ გუნდს და მჯერა, რომ “რაჭა 2020”, თავის სიტყვას მალე იტყვის! 

მე ამაყი ადამიანი ვარ და ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, თენგიზ ნათაძის და ზურაბ სამუშიას ამ თანამდებობაზე დანიშვნით! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ზურაბ სამუშიას სახით, საქართველოს ეზრდება ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი, რომლის კარიერა სწორედ “დინამო” სოხუმში იწყება. მადლობა თვითოეულ ფეხბურთელს და მწვრთნელს, ყველა გულშემატკივარს! ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მატჩებზე დასწრება ძალიან ბევრ ადამიანს სურს და ეს მახარებას, რადგან ჩვენს გუნდს ყავს გულშემატკივრების დიდი არმია და ეს იმის დამსახურებაა, რომ გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და გააზრებული აქვთ სად თამაშობენ! იციან ფეხბურთის ფასი და უყვართ ის საქმე, რასაც აკეთებენ! ვიცი, რამდენი ფეხბურთელი, რამდენ რამეს იკლებს აქ ყოფნისთვის! იმისთვის, რომ დაიცვას “დინამო” სოხუმის ღირსება და იყოს ამ გუნდის ისტორიის ნაწილი და მე სწორედ ეს მახარებს! წინ დიდი გეგმები გვაქვს, დღეს არ ვიტყვი ამ ყველაფერს, მაგრამ მალე გაიგებს ყველა, ჩვენი კლუბის მიერ განხორციელებულ საქმეებს და მალე, მჯერა საერთაშორისო ასპარეზზე, თვითოეული ქართველი იამაყებს, “დინამო” სოხუმის სახელით, ლამაზი ფეხბურთით და  წარმატებებით! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp