FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – წინ დიდი სიურპრიზები გელით !!!

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი: 

 

  • უპირველესად მინდა მივულოცო ჩემს გუნდს გამარჯვება, მწვრთნელებს, ჩვენ გოგონებს და ყველა ადამიანს, ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა! 

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, როდესაც აშენებ რამეს, უნდა ააშენო საძირკვლიდან და არა სახურავიდან ! ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მე ფეხი შევდგი ქალთა ფეხბურთში, მიზნად დავისახე საძირკვლიდან დაწყება, ვგულისხმობ აკადემიას! როგორც იცის ყველამ,  ქალთა აკადემია საქართველოში მანამდე არ არსებობდა! ჩვენმა კლუბმა აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა,  ხუთი თვის თავზე დაწყებიდან, 100-ზე მეტი გოგონა გვყავს! რომლებიც უფასოდ ვარჯიშობენ ჩვენს აკადემიაში! 

ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და გვინდა კიდევ და კიდევ მეტი საფეხბურთო ცენტრი და მატება ჩვენს აკადემიაში, როგორც ბიჭების, ასევე გოგონების მიმართულებით, რაც მოგვცემს შედეგს და შევსებას როგორც კლუბში, ასევე მივაწვდით  ბავშვებს  ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს, სხვადასხვა საფეხბურთო  კლუბებს, რადგან არცერთ კლუბს საქართველოში და ზოგადად ამიერ კავკასიაში, არ გააჩნია ქალთა აკადემია!  

  • მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება, რადგან ბევრი შრომა იყო  ჩადებული ჩვენი შესანიშნავი მწვრთნელების მხრიდან ! მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი თენგოს და ზურას მუშაობით, ეს ბიჭები დღეს პირველ ნაბიჯებს დგავენ დიდ ფეხბურთში მწვრთნელის რანგში და სწორედ ეს გუნდი იქნება მათი კარიერული წინსვლის საწინდარი და სწორედ აქ მოიპოვებენ პირველ ტიტულებს! რაც ყველაზე მნიშვნლოვანია, ამ ხალხმა ერთ თვეში გუნდი შეკრეს ერთ ორგანიზმად, ერთ ოჯახად და ეს მე მახარებს, რადგან  “დინამო” სოხუმი არის დიდი ოჯახი!!! 
  • უნდა ავღნიშნო ერთი ფაქტი, ვახსენე აკადემია  და ეს ფაქტი არის უმნიშვნელოვანესი  – ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, ზემო ფონიჭალაში გვაქვს გოგონების საფეხბურთო ცენტრი, სადაც ბრწყინვალე ხალხი თაზო  კალანდაძე და მირზა სამხარაძე მუშაობენ და აქტიურად გვაწვდიან ფეხბურთელებს, როგორც ძირითადში, ასევე დუბლშემადგენლობისთვის, დიახ ჩვენ უკვე დინამო 2-იც გვყავს! ისიც უნდა გითხრათ, რომ  ეს გუნდი, პირველი სარეზერვო გუნდია საქართველოს ისტორიაში!  ჩემდა გასახარად უნდა ითქვას, რომ 9 მაისს გამართულ მატჩში, ჩვენი აკადემიის სამმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა!
    თაკო წვიმიტიძე, ჯესიკა კურბატოვა, თეკლა ბურჯანაძე – ეს ის გოგონები არიან, რომელიც ზემო ფონიჭალის საფეხბურთო ცენტრმა მოგვაწოდა, რისთვისაც მადლობა მირზა სამხარაძეს და  თაზო კალანდაძეს! 

ჩვენ  ვმუშაობთ აქტიურად, რომ მალე გავიშალოთ  საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ეს ადვილი არ გახლავთ, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი კომპანიისგან, ზაფხულში მივიღებთ სრულყოფილ სასპონსორო ხელშეკრულებას, რაც მოგვცემს საშუალებას განვავითაროთ აკადემია! განვავითაროთ როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ძირითადი გუნდები!

ეს წელი ჩვენი კლუბისთვის გარდამტეხია. ძალინ ბევრი მიმართულებით ვართ გაშლილები, ყოველგვარი ფინანსურად მძლავრი საშუალებების გარეშე და ამ ყველაფერს ვაკეთებთ  იმისთვის, რომ “დინამო” სოხუმი მალე დაუბრუნდეს იმ ღირსეულ ადგილს, სადაც ეს კლუბი იმსახურებს ყოფნას! ვიცით, რთული გზა გვაქვს არჩეული, ისიც ვიცით ბევრს არ უხარია ეს ყველაფერი, ვხედავთ არის შურის მომენტებიც, სკეპტიკური დამოკიდებულებებიც, მაგრამ ეს მახარებს, რადგან როდესაც ამას ვხედავ, ვხვდები, რომ საქმე წინ მიდის  და ეს კლუბში, თვითოეულ ადამიანს გვაძლიერებს! 

  • “დინამო” სოხუმი აუცილებლდ მოიპოვებს ქალთა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას! მე ამის მჯერა! იმ გოგონების, იმ მწვრთნელების, რასაც ვუყურებ და ჩვენც ჩვენი მხრიდან მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა, დავუდგებით გვერდზე და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ  წარმატება  მალე მოვიდეს!!! 

 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp