FC DINAMO SOKHUMI

ქალთა ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტური და დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა !!!

დღეს, როგორც მოგეხსენებათ, სტარტი აიღო საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებამ.  ტურის ცენტრალური მატჩი ქალაქ თბილისში,  ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ვარკეთილში გაიმართა, სადაც “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მეტოქე ახალციხის “ზარზმა” გახლდათ.

მატჩი, “დინამო” სოხუმის გოგონათა სათამაშო უპირატესობით, ძირითადად მოედნის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობდა, რის გამოც ნაკლები იყო საგოლე მომენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში “ზარზმა”-ს მეკარემ ორჯერ იხსნა კარი აშკარა გოლისგან.

მეორე ნახევარშიც ასეთი სურათი გახლდათ. გოლის მომენტში,  ნინო ჩანგელიას გამჭოლ პასს არავინ გამოეხმაურა, მაგრამ წვიმიტაძის ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, პასი დინამოელთა 15 ნომერს გადააწოდა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელს – ლიზი გომელაურს, შეხვედრის 63-ე წუთზე გოლის გატანა არ გაჭირვებია, 1 : 0.  შემდეგ ასევე იყო, რამდენიმე საგოლე მომენტი, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორე გუნდმა რეaლიზება ვერ შეძლო. მატჩი “დინამო” სოხუმის გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

ჩვენი მატჩის გარდა, ქალთა ეროვნული ლიგა 2-ის, კიდევ სამი მატჩი გაიმართა: “ბახტრიონი” ახმეტა – 0 : 3 – “დიდიგორი” მცხეთა, “ქარიშხალა” საჩხერე – 0 : 8 – “ივერია” ხაშური, “ფენიქსი” ზუგდიდი – 2 : 2 – “რაჭა 2020” ამბროლაური

 

შესაბამისად, პირველი ტურის შემდეგ, ერთბაშათ სამი ლიდერი  ყავს ჩემპიონატს: “დინამო” სოხუმი, “ივერია” ხაშური და “დიდგორი” მცხეთა.

 

მომდევნო მატჩს, თენგიზ ნათაძის და ზურაბ სამუშიას გუნდი,  შაბათს 15 მაისს ამბროლაურში, ადგილობრივ “რაჭა 2020” – თან გამართავს.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp