FC DINAMO SOKHUMI

2021 წლის საფეხბურთო სეზონში “დინამო” სოხუმის მაისურით პირველი გოლის ავტორი …

2021 წლის საფეხბურთო სეზონში, “დინამო” სოხუმის მაისურით პირველი გოლის ავტორი – ნიკა გადილიაა! 

გადილიამ თავი 4 მაისს გამართულ მატჩში გამოიჩინა და მე-7 წუთზე “თბილისი იუნაიტედი”-ს კარი აიღო.

აქვე ბოლო სამი სეზონის სადებიუტო გოლის ავტორებს შეგახსენებთ:

2018 წელი – ბაჩო ფაილოძე (7 წუთი – “დინამო”  სოხუმი – “მეშახტე” ტყიბული)

2019 წელი – თორნიკე ბურდული (2 წუთი – “დინამო” სოხუმი – “ირაო” თბილისი)

2020 წელი – ლუკა სოსიაშვილი (27 წუთი – ” ლეგიონი” გორი – “დინამო” სოხუმი) 

2021 წელი – ნიკა გადილია (6 წუთი – “თბილისი იუნაიტედი ” – “დინამო” სოხუმი) 

 

აქვე,  2000 წლიდან, “დინამო” სოხუმის საუკეთესო ბომბარდირებს წარმოგიდგენთ: 

2000–2001 რამაზ ჯაბნიძე
მატჩი 
17
გოლი 
9
2001–2002 რამაზ ჯაბნიძე
20
12
2002–2003 ვლადიმერ ერქვანია
24
6
2003–2004 გიორგი ხაჩიძე
22
10
2004–2005 ვლადიმერ ერქვანია
28
10
2005–2006 გიორგი კურგენიანი
24
10
2006–2007 თემურ გადელია
14
5
2013–2014 ელგუჯა რეხვიაშვილი
14
6
2015–2016 ივანე ფილია
25
11
2016 ზაქარია ქეშელაშვილი
16
4
2017 ივანე ძუძუაშვილი
23
7
2018 ლუკა სოსიაშვილი
27
20
2019 თორნიკე ბურდული
15
13
2019 მიხეილ კენჭაძე
10
12
2020 ლუკა სოსიაშვილი
8
10

როგორც ხედავთ,  “დინამო” სოხუმის უახლოვეს ისტორიაში, საუკეთესო ბომბარდირი ლუკა სოსიაშვილია. მას ორი სეზონის 35 მატჩში, 30 გოლი აქვს გატანილი. ეს სარეკორდო მაჩვენებელია, ორი სეზონის შედეგებს თუ მივიღებთ მხედვლობაში, მაგრამ სოსიაშვილმა, ასევე რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში გატანილ გოლებშიც, 27 მატჩში 20 გოლის  გატანა მოახერხა! 

  • რაღა თქმა უნდა, პერიოდულად შემოგთავაზებთ, ბომბარდირთა მიმდინარე დავის სტატისტიკას! 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp