FC DINAMO SOKHUMI

“თბილისი იუნაიტედი” — 1 : 5 ( 0 : 2 ) — “დინამო” სოხუმი

დღეს რეგიონალური ლიგის მორიგი, მესამე ტურის მატჩი გაიმართა ! ჩვენი გუნდის მეტოქე დედაქალაქური “იუნაიტედი” გახლდათ . მატჩი ჩვენი გუნდის სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით 1-5 დასრულდა . 

 

“თბილისი იუნაიტედი” — 1 : 5 ( 0 : 2 ) — “დინამო” სოხუმი 

გოლი : ნიკა გადელია (0:1) , ვახტანგ კოპლატაძე (0:2) პენალტი, ნიკოლოზ ძიძიგური (0:3), გიორგი კოკაია ( 1:4) , ლაშა ოთარაშვილი (1:5) . 

დინამო: კვარაცხელია , ღვინიაშვილი , ოთარაშვილი , კოკაია , სამუშია , მალაციძე, გუმბათოვი ( გაბათაშვილი 80′) ,კოპლატაძე, კალანდაძე ( ფაცაცია 80′) , ძიძიგური ( გასპაროვი 75′) , გადელია (ნამგალაძე 70′ ) . 

სათადარიგო : გოგსაძე, კულიგიანი , ბჟალავა . 

მთავარი მწვრთნელი : დავით თაქთაქიშვილი 

მწვრთნელი : ბადრი თოდუა 

 

  • გუნდის მთავარი მწვრთნელის დავით თაქთაქიშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი : 

პირველრიგში მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს ფეხბურთელებს შრომისთვის . საკმაოდ რთული თამაში გამოვიდა , მოწინააღმდეგე გუნდის ქონდა საკმაოდ რეალური მომენტები , ჩვენი მეკარის სასახელოდ უნდა ითქვას , რომ ეს მომენტები მათ ვერ გამოიყენეს . კარგი ბრძოა იყო და მიხარია , რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულები ჩვენ გამოვედით ! ვფიქრობ , რომ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით ! მინდა წარმატებები უსურვო ჩვენს დღევანდელ მოწინააღმდეგეს თითვეულ ფეხბურთელს და მწვრთნელებს შემდგომ მატჩებზე და მადლობა დღევანდელი კარგი მატჩისთის ! რაც შეეხება ჩვენს გეგმებს ჩვენ 14 მაის გვაქვს მატჩი ეხლა მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ ამ წამიდან საკმაოდ რთული თამაში გველოდება და იმედი მაქვს ბრძოლით და ბევრი შრომით შემდგომ მატჩებშიც წარმატება იქნება !!! მადლობა ყველა ჩვენს გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ამ გამარჯვებაში წვლილი მიუძღვის . 

  • შეგახსენებთ , რომ მომდევნო მატჩს “დინამო” სოხუმი “ნორჩი დინამო 2016” თბილის თან გამართავს . მატჩი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და 12:30 საათზე დაიწყება . 

წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს !!! 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp