FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – წლევანდელ რეგიონულ ლიგაში იოლი მატჩი არ გვექნება

დავით თაქთაქიშვილი – (“დინამო” სოხუმის გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი) 

” წლევანდელ რეგიონულ ლიგაში იოლი მატჩი არ გვექნება.ყველა გუნდი იბრძოლებს და ყველა მატჩი დიდი ბრძოლა იქნება. გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის, რომ ვინც მეტს იბრძოლებს და ირბენს მოედანზე, ის გუნდი გამოვა გამარჯვებული”

ხვალინდელი მატჩისთვის, ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით.  საინტერესო გუნდთან გვაქვს თამაში, ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი ყავთ. მათთან ამხანაგური მატჩიც გვქონდა და რაღაც წარმოდგენა გვაქვს შექმნილი მოწინააღმდეგის შესახებ. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ იქნება კარგი ბრძოლა მოედანზე. იოლ სამ ქულას არ ველოდები, ვფიქრობ, რომ ვინც მეტ ორთაბრძოლას მოიგებს, ის გუნდი მოიგებს მატჩს!

“სამწუხაროდ გვაქვს დანაკლისი. რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ გუნდის ბირთვი მზად არის სრულად მატჩისთვის. ვიმედოვნებ, სწორი დასკვნები და ანალიზი გამოვიტანეთ განვლილი მატჩიდან და იმ შეცდომებს აღარ დავუშვებთ, რაც წინა მატჩში დავუშვით. საერთო ჯამში კი ვიტყვი, რომ გუნდი 100%-ით მზად არის ამ მატჩისთვის!”

  • შეგახსენებთ, რომ  შეხვედრა 4 მაისს, ქალაქ თბილისში მდებარე “მარაკანა”-ს სტადიონზე 12:00 საათზე დაიწყება და ჩვენი გუნდის მეტოქე დედაქალქური “იუნაიტედი” იქნება ! 
  • წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp