FC DINAMO SOKHUMI

U17 – “35 -ე სკოლა” თბილისი – 0 : 6 – “დინამო” სოხუმი

“დინამო” სოხუმის ჩვიდმეტწლამდელებმა, ელიტლიგის მორიგი ტურშ,ი დედაქალაქური “35-ე სკოლა” სტუმრად გამანადგურებელი სხვაობით 0:6 დაამარცხეს და საჩემიონო შანს კვლავ ინარჩუნებენ. ჩვენს ანგარიშზე ხუთი ჩატარებული მატჩიდან ორი გამარჯვება და სამი მარცხია.

 

U17

“35-ე სკოლა” თბილისი  –  0 : 6(0 : 3) – “დინამო” სოხუმი 

გოლი :

0 : 1 – ტონი შკატულოვი, 9 წუთი
0 : 2 – ნიკოლოზ ჯავახაძე, 10 წუთი
0 : 3 – ნიკოლოზ ჯავახაძე, 14 წუთი
0 : 4 – ტონი შკატულოვი, 45 წუთი
0 : 5 – ნიკოლოზ ჯავახაძე, 58 წუთი
0 : 6 – ნიკოლოზ ჯავახაძე, 77 წუთი
🔹 შეხვედრამ დინამოელთა უდიდესი უპირატესობით ჩაიარა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6 : 0 დასრულდა.
🔹 განვლილ შეხვედრაში, ბალანსირებულად მოქმედებდა გუნდის თვითოეული სათამაშო რგოლი. ყველა ფეხბურთელმა, კარგად იასპარეზა, მაგრამ არ შეიძლება არ გამოვყოთ, შემტევი ნახევარმცველი ნიკოლოზ ჯავახაძე, რომელიც პოკერით გამოირჩა, ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და ერთხელ საგოლე გადაცემის თანაავტორიგახდა!
🔹 ნათლად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა – გიორგი კალანდაძემ და გიორგი ყაჭეიშვილმა, სათანადო დასკვნები გამოიტანეს წინა ტურში განცდილი დასანანი მარცხიდან, რამაც შედეგი გამოიღო!
🔹 ვულოცავთ ბიჭებს ლამაზ გამარჯვებას და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ!
🔹 შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი, 5 მაისს კვლავ სტუმრად, თბილისის “ვარკეთილი-გრანდი”-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp