FC DINAMO SOKHUMI

პირველი სარეზერვო ქალთა გუნდი საქართველოს ისტორიაში!!!

პირველად საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, პროფესიონალურ კლუბს სარეზერვო გუნდი ყავს და ეს გუნდი “დინამო” სოხუმია!

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბისთვის  ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტი მასობრიობაა. ამ კუთხით კლუბი დიდ ნაბიჯებს დგამს! ძირითად გუნდის დაკომპლკტების შემდეგ, შევქმენით სარეზერვო გუნდი ანუ “დინამო-2” სოხუმი, სადაც 20-მდე გოგონაა გაწევრიანებული, საშულო ასაკი კი 16 წელია. კლუბი სრულად უზრუნველყობს ფეხბურთელებს ყველა პირობით.

გუნდი დიდი დიღმის აკადემისს ბაზაზე ვარჯიშობს და მისი მთავარი მწვრთნელი: ბექა აბდულიშია, ხოლო მას ლაშა-გიორგი ქანთარია დაეხმარება.

როგორც ძირითადი გუდნის შემთხვევაში, აქაც  “დინამო”სრულად უზრუნველყოფილია ფეხბურთელების სავარჯიშო თუ სათამაშო ეკიპირებით შემოსვა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით კომპანია “არემჯი”-ს , რომელიც ქალთა ფეხბურთის მიმართულებით(და არამარტო) დიდი დახმარება გვიწევს! საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას! ასევე აფხაზეთის ა/რ მთავრობას და ქალაქ თბილისი მერიას და საკრებულოს.

ქალთა ფეხბურთის განვითარების ფარგლებშ,ი კლუბში 100-მდე გოგონა სრულიად უფასოდ ვარჯიშობს და კლუბი თვითოეული ფეხბურთელის სავარჯიშო, სათამაშო ეკიპირებით შემოსვას, ექიმით მომსახურებას და ყველანაირი სავარჯიშო პირობის შექმნას უზრუნველყოფს!

რაც შეეხება ჩვენს სარეზერვო გუნდს, მსურველების მიღება გრძელდება და ნებისმიერ აქვს შესაძლებლობა, გაიაროს რეგისტრაცია ჩვენი საიტის ან ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp