FC DINAMO SOKHUMI

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმს და “ქართულ-ირანულ” სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა .

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმს და “ქართულ-ირანულ” სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, “დინამო” სოხუმის აკადემიაში, ვარჯიშის და თამაშის საშუალება ექნებათ ფერეიდნელ ქართველებს! 50-ზე მეტი  ფეხბურთელი ორშაბათიდან, ჩვენი კლუბის აკადემიის ბაზაზე ივარჯიშებს, ჩვენი კლუბის პროგრამით, მათ შორის 20-ზე მეტი გოგონა. 

 

მემორანდუმს ხელი, “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, მამუკა ბიძინაშვილმა მოაწერა.

მემორანდუმი ასევე მოიცავს, “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდში ირანის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ჩამოყვანას და მათ ადაპტირებას ჩვენს კლუბში. 2022 წლიდან, მოგეხსენებათ ჩვენი ქალთა გუნდის უპირველესი მიზანია, ადგილი დაიმკვიდროს ქალთა ელიტაში, რის შემდეგაც პროგრამის მიხედვით მოხდება ირანის ეროვნული ნაკრების 5 ფეხბურთელის დამატება.

კლუბი განაგრძობს აქტიურად განვითარებას! უახლოვეს პერიოდში, შეგატყობინებთ კიდევ  ბევრ სიახლეს. თებერვლის თვიდან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ კომპანიასთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კომპანია, ზაფხულიდან შემოვა ჩვენს კლუბში გენერალური სპონსორის სახით, რითიც კლუბს დასახული მიზნების განხორციელებაში დაეხმარება! ჩვენი მიზანი კი, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია! როგორც სპორტული კუთხით, ასევე  იქიდან გამომდინრე, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ სოხუმი არის საქართველო! აფხაზეთი არის საქართველო! ჩვენ ამ ყველაფერს, ერთად შევძლებთ! წინ დიდი გამარჯვებები გველოდება!!!

 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp