FC DINAMO SOKHUMI

ფერეიდნელი ქართველები “დინამო” სოხუმის აკადემიაში!!!

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმს და ქართულ-ირანულ სპორტულ კლუბს შორის მემორანდუმი კვირას, ჩვენი აკადემიის ბაზაზე გაფორმდება!!! ეს უპრეცედენტო პროექტი, მიზნად ისახავს, ჩვენი ქვეყნის შვილების, ფერეიდნელი ქართველების, მეტ ადაპტაციას თავის ისტორიულ სამშობლოში.

პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე, საქართველოში მყოფი ფერეიდნელი 50-ზე მეტი ბავშვი, ივარჯიშებს “დინამო” სოხუმის აკადემიაში, შეჯიბრებებზე გამოვლენ ჩვენი კლუბის სახელით, მათ შორის, 20-ზე მეტი გოგონა.

ამ პროექტით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ “დინამო” სოხუმი არის კლუბი, რომელიც მუდამ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს და ყოველთვის შეინარჩუნებს ამ ნიშას!!! კლუბის სახელით ვაცხადებთ, რომ თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და ხელს შევუწყობთ ჩვენს ძმებს, ისტორიულ სამშობლოში მეტი ადაპტაციისთვის და საფეხბურთო მოედნის ირგვლივ გაერთიანებაში! როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა და აერთიანებს ნებისმიერი რელიგიის, რასის, ეროვნების, სქესის თუ მსოფლმხედველების ადამიანებს! ჩვენი კლუბი მუდამ იქნება ამ ნიშის მატარებელი!!!                                                                                                                                                                                                                                                   კვირასვე იგეგმება, “დინამო” სოხუმის აკადემის u14 გუნდის და ჩვენი ფერეიდნელი ქართველებით დაკომპლეკტებული u14 გუნდის მეგობრული თამაში, რომლის ვიდეო და ფოტომასალას, ჩვენი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით შემოგთავაზებთ!!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp