FC DINAMO SOKHUMI

ვიტალი დარასელია

უცნობი ისტორია … ვიტალი დარასელია და “დინამო” სოხუმი …

უცნობი ისტორია რომელსაც ოთარ გაბელია ყვება … 

…ვიტალი დარასელიაც სოხუმში გავიცანი. 1972 წელს ერევნის „არარატთან” ამხანაგური თამაშისთვის ვემზადებოდით და იმ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო ჩვენმა მწვრთნელმა გრამატიკოპულომ. „არარატის” წინააღმდეგ დარასელია ბოლო 15 წუთს ათამაშა მწვრთნელმა და ვიტალის ეყო ეს დრო, რომ გუნდში დარჩენილიყო. სხვათა შორის, 3:2 მოვუგეთ იმ „არარატს”, რომელიც მომდევნო წელს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

საინტერესო ამბავი მოყვა ჩვენი კლუბის ვეტერანმა ფეხბურთელმა , პირველი რათქმაუნდა თვალში მოგხვდებოდათ ის , რომ გუნდმა მოიგო იმ “არარატი”-ს წინააღმდეგ , რომელმაც საკავშირო ჩემპიონატი მოიგო რომელსაც აგრეთვე “დინამო” სოხუმის ვეტერანი ფეხბურთელი ნიკიტა სიმონიანი წვრთნიდა. და მეორე და საოცარი ის გახლავთ, რომ ვიტალი დარასელიას  “დინამო” სოხუმის მაისური აქვს მორგებული

 

ინტერვიუ რომლიდანაცაა ეს ციტატა მოყვანილი, 2016 წელს ოთარ გაბელიამ  საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მისცა . 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp