სოხუმის „დინამო“ 1925 წლის 14 იანვარს, ქალაქ სოხუმში ჩამოყალიბდა. 1936 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატისა და თასის გათამაშებაში. საქართველოს სსრ ორგზის ჩემპიონი (1947, 1948) და საქართველოს სსრ თასის ორგზის (1944, 1948) მფლობელი.
კლუბის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ისეთი სახელოვანი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: ავთანდილ ღოღობერიძე, ნიკიტა სიმონიანი, იური გრამატიკოპულო, ვალტერ სანაია, იური ვარდიმიადი, ნიაზ ძიაპშიპა, რევაზ ძოძუაშვილი, ალექსი ილიადი, ოთარ გაბელია,[4] ახრიკ ცვეიბა, გოჩა გოგრიჭიანი,[5] თემურ ქეცბაია, სოსო მალანია,[6][7] გოჩა ჟორჟოლიანი[8] და სხვ.
გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში კლუბში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: იური გრამატიკოპულო,[9] გიგა ნორაკიძე, ნიაზ ძიაპშიპა, ნუგზარ ბოჯგუა, გოჩა ჟორჟოლიანი,[8] უჩა ქანთარია, მამუკა კიკნაძე, რევაზ ძოძუაშვილი და სხვ.
1940-იანები
1944 წლის შემოდგომაზე საქართველოს სსრ თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“ გარდა,[კომ. 1] აფხაზეთიდან გათამაშებაში ოჩამჩირის საფეხბურთო ნაკრებიც მონაწილეობდა. სოხუმელმა ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარეს. მათ ჯერ მახარაძის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით — 9–0, ხოლო შემდეგ თბილისის „შრომითი რეზერვების“ გუნდს მოუგეს — 6–1 და ფინალში ქუთაისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შედგა და დიხამინჯიას და ვარდიმიადის გოლებს წყალობით კვლავ სოხუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დასრულდა. სოხუმის დინამოელები პირველად გახდნენ საქართველოს სსრ თასის მფლობელები. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა კლუბის არსებობის ისტორიაში.
შემადგენლობა 1947
გუნდის[11] მოთამაშეები | გენადი ბონდარენკო, გიორგი გრამატიკოპულო, ალექსანდრე დოროხოვი, ივანე ვარდიმიადი, იური ვარდიმიადი, ნიკოლოზ ვარდიმიადი, ანდრო ზაზროევი, გიორგი იოლჩიდი, გ. ნადარეიშვილი, ანესტი ოლფანიდი, ანესტი ტრიანდაფილიდი. |
1947 წლის საქართველოს სსრ თასის გათამაშებაში სოხუმის „დინამომ“ მეორედ შეძლო ტურნირის ფინალში გასვლა. მათ თანამიმდევრობით დაამარცხეს ბათუმის „ბურევესტნიკი“ (7–0), მახარაძის (+–-), ოჩამჩირისა (4–2) და ზესტაფონის (4–2) საფეხბურთო ნაკრებები და ფინალში ბათუმის „დინამოს“ პირისპირ წარდგნენ. ბათუმელებმა, თავის მხრივ, ქუთაისის „დინამოსა“ და გუდაუთის ნაკრების გამოუცხადებლობის შემდეგ, მეოთხედფინალურ ეტაპზე ზუგდიდის ნაკრები დაამარცხეს — 5–1, ხოლო ნახევარფინალში, თბილისის 35-ე სკოლის ფეხბურთელთა გუნდი — 3–0. სოხუმისა და ბათუმის დინამოელთა ფინალური შეხვედრა ამჯერად ბათუმელთა გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა. ბათუმის დინამოელებმა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს სსრ თასის მფლობელთა საპატიო ტიტული.
1960-იანები
1965 წლის 22 მაისს საკავშირო თასის 1/16 ფინალში სოხუმს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ესტუმრა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გულშემატკივართა ნაწილი, რომელთაც სტადიონზე მოხვედრა ვერ შეძლეს, სოხუმელთა და თბილისელთა შეხვედრას გარშემო სახლების სახურავებიდან ადევნებდა თვალს.
1970-იანები
შემადგენლობა 1977
გუნდის[13] მოთამაშეები | ივანე ანასტასიადი, გიორგი ბანცაძე, გურამ ბარამია, გურგენ ბენიძე,[14] ოლეგ ბერულავა, ანატოლი ბიდეევი, ნოდარ ბოხაშვილი, ოთარ გადელია, გოდერძი გოგიშვილი, მერაბ გოგოხია,[15] კოტე გოლეთიანი, ანატოლი დრაჩი, მურთაზ ვეკუა, ნოდარ კაკულია, მალია კაჭარავა, ზურაბ კვეკვესკირი, თენგიზ კიკაჩეიშვილი, გივი კოსტავა, მერაბ ლაკერბაია, ზურაბ ლატარია, ზურაბ ლაშხია, მერაბ მოსიავა, ნიკოლოზ ოსტროვსკი, თემურ ჟანაა, ჯამბულ ჟვანია, ბორის ციკოლია, ვალერი ხარტაკოპულო, რევაზ ხასია, ნუგზარ ხოშტარია. |
შემადგენლობა 1978
გუნდის[17] მოთამაშეები | გურამ ბარამია, გურგენ ბენიძე,[14] ნოდარ ბოხაშვილი, მერაბ გოგოხია,[15] ალექსანდრე გუბარი, ანატოლი დრაჩი, ტიგრან ვარდანიანი, მურთაზ ვეკუა, იური კაბაკოვი, გივი კოსტავა, ზურაბ ლატარია, იური ლოგუა, ამბაკო მატუა, მერაბ მოსიავა, ბესლან ნანბა,[18] ნიკოლოზ ოსტროვსკი, თემურ ჟანაა, თემურ ჟიბა, ალკაზ ქანთარია,[19] ვალერი ხარტაკოპულო, ნუგზარ ხოშტარია. |
შემადგენლობა 1979
გუნდის[20] მოთამაშეები | გურგენ ბენიძე,[14] ოლეგ ბერულავა, მერაბ გოგოხია,[15] ალექსანდრე გუბარი, შოთა თომაშვილი, იური კაბაკოვი, ზურაბ კვეკვესკირი, იური ლოგუა, ვალერიან მელაძე, ბესლან ნანბა,[18] თემურ ჟანაა, თემურ ჟიბა, ვლადიმერ ტესლენკო, მისაკ ტუისუზიანი, მალხაზ ქავთარაძე,[21] ალკაზ ქანთარია,[19] მურმან ქობალია.[22] |
1980-იანები
შემადგენლობა 1981
მეკარეები | გურგენ ბენიძე,[14] ჯემალ როსტობაია. |
მცველები | ოლეგ ბერულავა, ელგუჯა ბჟანია, ალექსანდრე გუბარი, ზურაბ კვეკვესკირი, თემურ ჟიბა, ემზარ მამფორია, დემურ ცხაკაია. |
ნახევარმცველები | იური ლოგუა, იური კაბაკოვი, მალხაზ ქავთარაძე,[21] ნუგზარ ხოშტარია. |
თავდამსხმელები | თენგიზ ლოგუა, ზაურ მელია, ალკაზ ქანთარია,[19] მურმან ქობალია,[22] მერაბ შამათავა.[25] |
შემადგენლობა 1982
მეკარეები | გურგენ ბენიძე,[14] ჯემალ როსტობაია. |
მცველები | ელგუჯა ბჟანია, ალექსანდრე გუბარი, ანატოლი კვეკვესკირი,[28] ზურაბ კვეკვესკირი, ემზარ მამფორია, გოჩა ხუბულური. |
ნახევარმცველები | მალხაზ ქავთარაძე,[21] იური ლოგუა, სოსო მალანია, გოჩა სართანია,[29] გია შონია,[30] ნუგზარ ხოშტარია. |
თავდამსხმელები | ალკაზ ქანთარია,[19] მურმან ქობალია,[22] ზაურ მელია, ბესლან ნანბა,[18] მერაბ შამათავა.[25] |
შემადგენლობა 1983
გუნდის[31] მოთამაშეები | რაფაელ ამპარი, გურგენ ბენიძე,[14] ელგუჯა ბჟანია, ალექსანდრე გუბარი, აშოტ კურგინიანი, სოსო მალანია,[6] ემზარ მამფორია, მალხაზ მარგოშია, ზაურ მელია, ბესლან ნანბა,[18] გოჩა ჟორჟოლიანი,[8] გოჩა სართანია,[29] მალხაზ ქავთარაძე,[21] მურმან ქობალია,[22] მერაბ შამათავა,[25] იგორ შეპტიცკი,[32] გიორგი ჩალიგავა,[33] ახრიკ ცვეიბა, ოთარ ძალამიძე,[34] რომან ხაგბა, ნუგზარ ხოშტარია, გოჩა ხუბულური. |
შემადგენლობა 1984
გუნდის[36] მოთამაშეები | დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[14] თემურ ბიგვავა, მერაბ გოგოხია,[15] მალია კაჭარავა, სოსო მალანია,[6] ემზარ მამფორია, მალხაზ მარგოშია, ბესლან ნანბა,[18] თემურ ჟიბა, გოჩა ჟორჟოლიანი,[8] გოჩა სართანია,[29] კლემენტი სიჭინავა,[37] ზურაბ ფარულავა, მალხაზ ქავთარაძე,[21] მურმან ქობალია,[22] გიორგი ჩალიგავა,[33] ახრიკ ცვეიბა, ოთარ ძალამიძე,[34] ჯუმბერ ჭითანავა,[38] რომან ხაგბა, ნუგზარ ხოშტარია. |
შემადგენლობა 1985
გუნდის[39] მოთამაშეები | დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[14] ზ. ბენიძე, თემურ ბიგვავა, მერაბ გოგოხია,[15] ჯემალ გუბაზი,[40] საიდ თარბა, თენგიზ ლოგუა, სოსო მალანია, ემზარ მამფორია, ზაურ მელია, დიმიტრი პაპავა, როინ ტიბუა, მალხაზ ქავთარაძე,[21] ალკაზ ქანთარია,[19] რევაზ ქაშიბაძე, იგორ შეპტიცკი,[32] ა. ჩალიგავა, გიორგი ჩალიგავა,[33] ოთარ ძალამიძე,[34] ჯუმბერ ჭითანავა,[38] რომან ხაგბა, მურთაზ ხურცილავა.[41] |
შემადგენლობა 1986
მწვრთნელები | ირაკლი ქოიავა (მთ. მწვრთნელი), ბესლან ნანბა (გუნდის უფროსი).[18] |
მეკარეები | გურგენ ბენიძე,[14] კახა გეთია.[43] |
1986 წლის საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში მოასპარეზე სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელებმა პირველად შეძლეს მეორე ადგილის მოპოვება.
შემადგენლობა 1987
გუნდის[52] მოთამაშეები | სერგეი არუთუნიანი, დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[14] კახა გეთია,[43] ირაკლი გელენავა, მერაბ გოგოხია,[15] ჯემალ გუბაზი,[40] გიორგი დოჩია,[53] საიდ თარბა, გელა ინალიშვილი, ჯუმა კვარაცხელია,[48] იური ლოგუა, კლემენტი სიჭინავა,[37] ალკაზ ქანთარია,[19] გიორგი ჩალიგავა,[33] გიორგი ჩიხრაძე,[46] ოთარ ძალამიძე,[34] ჯუმბერ ჭითანავა,[38] რომან ხაგბა, მურთაზ ხურცილავა.[41] |
სსრ კავშირის თასი 1987–88
საკავშირო თასის 47-ე გათამაშების[კომ. 2][54] ფარგლებში ჩატარებული ექვსი მატჩიდან სოხუმელებმა სამი შეხვედრა მოიგეს, სამი დათმეს — მათ შორის ორივე მერვედფინალური მატჩი თასის მომავალ მფლობელთან ხარკოვის „მეტალისტთან“ (0–3, 1–2) და შესაბამისად, ამავე ეტაპზე დაასრულეს გათამაშება.[55]
შემადგენლობა 1988
გუნდის[57] მოთამაშეები | სერგეი არუთინიანი, დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[14] რობერტ ბოსტანჯიანი,[58] ირაკლი გელენავა, მერაბ გოგოხია,[15] ჯემალ გუბაზი,[40] თენგიზ გუჩუა, გიორგი დოჩია,[53] ვალერი იაკოვლევი, გელა ინალიშვილი, ჯუმა კვარაცხელია,[48] ლეონიდ კოვალკოვი, სოსო მალანია,[6] ემზარ მამფორია, გოჩა ჟორჟოლიანი[8] იგორ შეპტიცკი,[32] გიორგი ჩალიგავა,[33] გიორგი ჩიხრაძე,[46] ოთარ ძალამიძე,[34] ჯუმბერ ჭითანავა,[38] რომან ხაგბა, მურთაზ ხურცილავა.[41] |
გუნდის[59] მოთამაშეები | სერგეი არუთინიანი, დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[14] გენადი ბონდარუკი, რობერტ ბოსტანჯიანი,[58] გოჩა გოგრიჭიანი, ჯემალ გუბაზი,[40] გიორგი დოჩია,[53] როდერ თარბა, საიდ თარბა, გელა ინალიშვილი, სოსო მალანია,[6] ვახტანგ პაპასკირი, გოჩა ჟორჟოლიანი[8] ზურაბ ფარულავა, თენგიზ სიჭინავა, გიორგი ჩალიგავა,[33] ანდრეი ჩეკუნოვი, გიორგი ჩიხრაძე,[46] რომან ხაგბა. |
1989 წლის სეზონში სოხუმელებმა წარმატებით იასპარეზეს საკავშირო ჩემპიონატის II ლიგის IX ზონაში და პირველი ადგილი დაიკავეს. ამის შემდეგ ასევე, წარმატებით ჩაატარეს ფლეი-ოფის მატჩები ფერგანის „ნეფტიანიკთან“ და პავლოდარის „ტრაქტორთან“. გადამწყვეტი გამოდგა 1989 წლის 9 ნოემბერს სოხუმში ჩატარებული შეხვედრა ფერგანის „ნეფტიანიკის“ წინააღმდეგ. შეხვედრის მე-15 წუთზე სოხუმელები რომან ხაგბამ თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კი გიორგი ჩალიგავამ მეორედ აიღო სტუმართა კარი — 2–0. სოხუმის დინამოელებმა საბოლოოდ, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და საკავშირო ჩემპიონატის I ლიგის საგზური მოიპოვეს. რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც სულ 10 000 მაყურებელზე იყო გათვლილი — 20 000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
1990-იანები
1990 წლის დასაწყისში ეროვნული მოძრაობის დაჟინებული მოთხოვნით, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგისა და მეორე ლიგის გათამაშების მონაწილე ქართულ გუნდებს პროტესტის ნიშნად უარი უნდა განეცხადებინათ საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, დაეტოვებინათ აღნიშნული პირველობა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გაეგრძელებინათ ასპარეზობა. საკითხის კატეგორიულად დასმამ საქართველოს საფეხბურთო საზოგადოების ორად გაყოფა გამოიწვია. ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ერთი მხრივ, ყველა ქართული კლუბის ერთიანად ჩამოცილება საკავშირო პირველობიდან და მეორე მხრივ, მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებისთვის აუცილებელი სათანადო პირობების მომზადების გარეშე, მათი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ნაჩქარევად გადართვა ბუნებრივად გამოიწვევდა, როგორც საკუთრივ კლუბების, ასევე, მთლიანად ქართული ფეხბურთის დონის გარდაუვალ და მკვეთრ დაცემას. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის საზიანო, არასასურველი პროცესების განვითარებისა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მათი თვალსაზრისით, ქართული კლუბებიდან რამდენიმე მათგანს მაინც უნდა შენარჩუნებოდა საკავშირო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. უმრავლესობა კი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას ემხრობოდა.
სხვა ქართული კლუბების მსგავსად, კრიტიკული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა სოხუმის „დინამოც“, რომელსაც 1990 წელს პირველად უნდა მიეღო მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში, რისთვისაც კლუბი ბოლო წლებში ძალების სრული დაძაბვით იბრძოდა. ხანგრძლივი შრომისა და ძალისხმევის ფასად მიღწეული შედეგის დათმობა სპორტული თვალსაზრისით კლუბისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. ერთ ნაწილს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გათამაშებაზე მონაწილეობა მიაჩნდა მართებულად, მეორე ნაწილს — საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე. ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ კლუბს — როგორც ეროვნულ, ისე საკავშირო პირველობაზეც შეეძლო ერთდროულად მონაწილეობის მიღება. აღსანიშნავია, რომ სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი[60] პრინციპულად აყენებდა ქართული კლუბების საკავშირო ჩემპიონატზე მონაწილეობის გაგრძელების საკითხს. თუმცა, საქართველოდან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართულ კლუბებს სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან შეუჩერდათ საკავშირო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. აღნიშნულ მოვლენათა მსვლელობის პარალელურად აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ მიქანბა სოხუმის „დინამოს“ პირველი ლიგის გათამაშებაში დაშვების თაობაზე მოსკოვში კონსულტაციებს გადიოდა.
1990 წლის 17 მარტს სოხუმში გაიმართა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის, სოხუმის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბის საბჭოს, კლუბის დამფუძნებელი ორგანიზაციებისა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსახილველი საკითხებით დაინტერესებული საზოგადოების ნაწილის გაფართოებული სხდომა. ამ ერთგვარ საფეხბურთო კონფერენციაზე აფხაზეთის ყველა რაიონისა და ქალაქის სპეციალისტთა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. მოწვეული 118 დელეგატიდან შეხვედრას ესწრებოდა — 99.
სხდომაზე თავიდანვე უკმაყოფილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოწვეული არ იყო სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი. აღნიშნული ფაქტის თაობაზე პირდაპირ განაცხადეს და თავიანთი პრინციპული მოსაზრება დააფიქსირეს „დინამოს“ კლუბის საბჭოს წევრმა გურამ გაბისკირიამ, საქართველოს ალკკ-ს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანმა ელგუჯა ქავთარაძემ და სხვებმა. სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს პირველმა მოადგილემ ვლადიმერ მიქანბამ.[61] პრეზიდიუმის წევრებად 13 დელეგატი იქნა არჩეული, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე.[62]
დღის წესრიგში იდგა მთავარი საკითხი — თუ რომელ ჩემპიონატზე უნდა მიეღო მონაწილეობა სოხუმის „დინამოს“. გამოითქვა სხვადასხვა აზრი. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ გარემოში წარიმართა. საკითხის განხილვა ფარული კენჭისყრით გადაწყდა. სხდომის 13 მონაწილემ კენჭისყრის დაწყებამდე დატოვა დარბაზი. მათმა უმრავლესობამ დელეგატის მანდატი ჩააბარა. კენჭისყრაზე უარი თქვა გალის რაიონის ყველა წარმომადგენელმა, სოხუმის „დინამოს“ კლუბის პრეზიდიუმის წევრმა გურამ გაბისკირიამ, სოხუმის „დინამოს“ კლუბის საბჭოს წევრებმა — ავთანდილ ბოკერიამ, ამრეკ მინჯიამ, ტარას ბელქანიამ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილემ — სერგო ფიფიამ და სხვებმა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა 86 კაცი. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით (71) მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სოხუმის „დინამოს“ საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის შესახებ. ამავე დღეს, დაბა ეშერის სპორტულ ბაზაზე გაიმართა სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელების კრება. კრების დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ სოხუმის „დინამოს“ ტოვებდნენ: გუნდის მეორე მწვრთნელი — ირაკლი ქოიავა, ადმინისტრატორი — აკაკი პაპავა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი — ნოდარ კაკულია და გუნდის რვა ფეხბურთელი — ბენიძე,[14] ჟორჟოლიანი,[8] დოჩია, მალანია,[6] ფარულავა, ჩიხრაძე,[46] ინალიშვილი და გოგრიჭიანი.[5]
2000-იანები
2000 წელს ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთი ნაწილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოხერხდა სოხუმის „დინამოს“ ქართულ საფეხბურთო სივრცეში დაბრუნება. იმავე წლიდან კლუბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის პირველობაზე ასპარეზობს. 2005–06 წლის საფეხბურთო სეზონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გადაწყდა გამონაკლისის სახით სოხუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში დაშვება. გუნდში, ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის — გია ჩხაიძე, მამუკა წერეთელი, შოთა ჩომახიძე, ვალტერ გუჩუა, მამუკა რუსია, თემურ გადელია და სხვ. თუმცა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კლუბი ჩემპიონატს პირველივე სეზონში გამოეთხოვა.
2010-იანები
2013 წელს მამუკა ბიძინაშვილის[63] თაოსნობით საფეხბურთო კლუბი „დინამო“ სოხუმი კვლავ დაუბრუნდა ქართულ ფეხბურთს და მას შემდეგ საქართველოს რეგიონული ლიგის უცვლელი მონაწილეა. 2013 წლიდან დღემდე სოხუმის „დინამოს“ მაისურით კლუბის ღირსება 200-ზე მეტმა ფეხბურთელმა დაიცვა. ამავე პერიოდში კლუბმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა.
2018 წლიდან გუნდი დავით თაქთაქიშვილმა ჩაიბარა.[64][65][66][67][68][69][70] მისი ხელმძღვანელობით სოხუმის „დინამომ“ 58 მატჩი ჩაატარა. აქედან 27 შეხვედრაში გაიმარჯვება მოიპოვა, 20 შეხვედრა დათმო, ხოლო 11 მატჩი ფრედ დაასრულა.
შემადგენლობა 2019
მწვრთნელები | დავით თაქთაქიშვილი (მთ. მწვრთნელი), მამუკა კიკნაძე, ლაშა-გიორგი ქანთარია, კახაბერ კეკელიძე. |
მეკარეები | გიორგი ალადაშვილი, ლევან ლობჯანიძე, მამუკა მეტრეველი, დავით ღლონტი. |
მცველები | სანდრო ავალიანი, მერაბ გიგაშვილი, ნიკოლოზ გულორდავა, ნიკოლოზ მუშკუდიანი, ნიკოლოზ სამუშია, აკაკი ფუტკარაძე, გიორგი ქეცბაია, თორნიკე ღონღაძე, ნიკოლოზ შავიშვილი, ალექსანდრე შანიძე, ვახტანგ შენგელია. |
ნახევარმცველები | თეიმურაზ აზმაიფარაშვილი, გიორგი ამაღლობელი, თორნიკე ბურდული, შიო გვარაძე, ილია გორდაძე, ტატო გუმბათოვი, ნიკა მაისურაძე, დავით მოსულიშვილი, აკაკი ყურაშვილი, გიორგი ჩიქოვანი. |
თავდამსხმელები | გიორგი აბულაძე, თორნიკე გობრონიძე, ირაკლი გოგბერაშვილი, მიხეილ კენჭაძე, რევაზ მაჭავარიანი, ლაშა რაზმაძე, ლუკა ხარაიშვილი, ლაშა ხომასურიძე. |
2020-იანები
2020 წელს სოხუმის „დინამოს“ მესვეურთა ინიციატივითა და ძალისხმევით, კლუბის ბაზაზე, აფხაზური ფეხბურთის ისტორიაში პირველად შეიქმნა ქალთა საფეხბურთო კლუბი „დინამო“ სოხუმი, რომელიც ამავე წელს შემდეგი შემადგენლობით ჩაერთო საქართველოს ქალთა მე-5 ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში — მეკარეები: მარიამ როსტიაშვილი, ნინო კურტანიძე. მცველები: სოფო ოსიაშვილი, ლანა ქარდავა, თამარ ახობაძე, ელენე ელოშვილი, მარიამ მეტრეველი. ნახევარმცველები: მედეა მუმლაძე, ელენე გაზდელიანი, მარიამ კაკალაშვილი, ნინო ჩანგელია, ანა კულდონაშვილი, თეა მეტრეველი. თავდამსხმელები: თაკო კვალიაშვილი, ლიზი გომელაური, ნინო ჭუჭულაშვილი, ანა კოშაძე, ნეგარ საიდი.
რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, მის რიგებში 2020 წლის ზაფხულის მეორე ნახევარში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ქვემოთ წარმოდგენილია გუნდის მიმდინარე შემადგენლობა 7 სექტემბრისთვის არსებული მონაცემებით.
შემადგენლობა 2020
2020 წლის 7 სექტემბრის მონაცემებით.
კლუბის მმართველობა
მენეჯმენტი
პოზიცია | პერსონალი |
---|
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე | მამუკა ბიძინაშვილი |
გენერალური დირექტორი | დავით თაქთაქიშვილი |
ადმინისტრატორი | მერაბ ჭანტურიშვილი |
მწვრთნელები
პოზიცია | პერსონალი |
---|
მთავარი მწვრთნელი | ვასილ ჭეიშვილი |
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი | ლაშა-გიორგი ქანთარია |
მეკარეების მწვრთნელი | ბაჩო ჭეიშვილი |
მთავარი მწვრთნელები
ბომბარდირები
სეზონი | ფეხბურთელი | მატჩი | გოლი |
---|
2000–2001 | რამაზ ჯაბნიძე | 17 | 9 |
2001–2002 | რამაზ ჯაბნიძე | 20 | 12 |
2002–2003 | ვლადიმერ ერქვანია | 24 | 6 |
2003–2004 | გიორგი ხაჩიძე | 22 | 10 |
2004–2005 | ვლადიმერ ერქვანია | 28 | 10 |
2005–2006 | გიორგი გურგუჩიანი | 24 | 10 |
2006–2007 | თემურ გადელია | 14 | 5 |
2013–2014 | გუჯა რეხვიაშვილი | 14 | 6 |
2015–2016 | ივანე ფილია | 25 | 11 |
2016 | ზურა ქეშელაშვილი | 16 | 4 |
2017 | ივანე ძოძოაშვილი | 23 | 7 |
2018 | ლუკა სოსიაშვილი | 27 | 20 |
2019 | თორნიკე ბურდული | 15 | 13 |
2019 | მიხეილ კენჭაძე | 10 | 12 |
2020 | ლუკა სოსიაშვილი | 8 | 10 |
მიღწევები
საქართველოს სსრ ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1947, 1948
- ვიცე-ჩემპიონი: 1936
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1955
საქართველოს სსრ თასი
- თასის მფლობელი: 1944, 1948
- ფინალისტი: 1947
ცნობილი ფეხბურთელები
ლიტერატურა
- აკოფოვი, გარუნ., ფეხბურთი – 75 : ცნობარი-კალენდარი, : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1975. — გვ. 58–59. 82 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 78 : ცნობარი-კალენდარი, : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. — გვ. 25–26. 87 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 81 : ცნობარი, : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 33. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 82 : ცნობარი, : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 32. 159 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 87 : ცნობარი, : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. — გვ. 106–107. 167 გვ.
პერიოდიკა
- ჯავახაძე, ზურაბ. აფხაზეთი, ქართული ფეხბურთის ფენომენი : წერილი მეოთხე // გაზ. „ლელო“, 17–20 ივნისი, 2005, № 46 (11 912), გვ. 3.
- სსრ კავშირის პირველობა 1973. II ლიგა, IV ზონა // გაზ. „ლელო“, 2 სექტემბერი, 1973, № 173 (4 943), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში